x
image
ირე
აშშ-ში სტუდენტმა მიიღო 4 მლნ დოლარი კომპენსაციის სახით
ქალაქ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო 4 მილიონი აშშ დოლარი კომპენსაციის სახით ამერიკის მთავრობისგან მას შემდეგ, რაც ის ოთხი დღის განმავლობაში გამოკეტეს უფანჯრო ციხის საკანში.

imageდანიელ ჩონგი იძულებული გახდა დაელია საკუთარი შარდი, რომ არ დაღუპულიყო წყურვილისგან და ასევე ის ცდილობდა ხელზე ამოეტვიფრა სიკვდილისწინა გზავნილი დედისთვის. მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, მისმა ტირილმა და ყვირილმა მიიქცია ყურადღება და ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ჩონგი მთლიანად დაფარული იყო თავისი ფეკალიებით და ჰქონდა ძლიერი ჰალუცინაციები.

image

ეს ინციდენტი მოხდა 2012 წელს.ბიჭი დააპატიმრა ანტინარკოტიკულმა პოლიციამ ერთერთი რეიდის დროს. თუმცა, დაკავების შემდეგ, მას უთხრეს, რომ მის მიმართ არ იქნებოდა წაყენებული არანაირი ბრალდება, რის შემდეგაც მის შესახებ არავის გახსენებია.


დანიელმა გაატარა ხუთი დღე საავადმყოფოში, ვინაიდან აწუხებდა დეჰიდრატაცია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები და საყლაპავის პერფორაცია. ჩონგმა დაიკლო 7 კგ.

ამ ინციდენტმა აიძულა დეპარტამენტის უფროსი საჯაროდ მოეხადა ბოდიში დანიელ ჩონგისთვის. მას შემდეგ გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები და რაც მთავარია დააყენეს კამერები საკნებში.

2
543
6-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
543
  
2014, 12 იანვარი, 19:56
ეტყობა დიარეა ქონდა ნერვიულობის ფონზე
2014, 12 იანვარი, 19:49
4 დღე რა ქნა ამდენი რომ საკუთარ ფეკალიებში ჩაიფლო...
0 1 2