x
პეტიცია ქუჩაში მცხოვრები პატარების მხარდასაჭერად


imageსაქართველოში დაბადებული ამ ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს დღეს პირადობის დამადასტურებელი საბუთებიც კი არ გააჩნიათ. ზოგმა მშობლების ვინაობა არ იცის, ზოგს კი დედ-მამაც საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე ჰყავს... მარტივად რომ ვთქვათ, მათი იურიდიული იდენტიფიცირება, პირადობის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ფიზიკურად ვერ ხერხდება, რაც ყოველდღიურად უშლის ხელს მათ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვას, განათლებისა და სამედიცინო დახმარების მიღებას...
ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან თუმცა სახელმწიფოსთვის იურიდიულად არ არსებობენ, რადგან მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები ფიზიკურად არ აქვთ.მოაწერე ხელი პეტიციას ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მხარდასაჭერად!როდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები ქუჩის ბავშვების ყოფითი პრობლემების შემსუბუქება, გარკვეული მექანიზმებით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია? ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე რომლის მიცემაც ქუჩაშივე შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვიცით რეალურად ვინ და რა მიზნით გამოიყენებს ჩვენ მიერ კეთილი საქმისთვის გაცემულ თანხას...
პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHdpNnRqblNKczRldXdsZzJ2a0N0aWc6MA

რამდენიმე კვირის წინ, ორგანიზაციებმა „სამოქალაქო საზოგადოების image
განვითარების ცენტრი“ და „აჰუაჰუ - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის“, საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება „ჰელფინგ ჰენდთან“ თანამშრომლობითა და ორგანიზაცია G-Pacის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყეს პროექტი „მეც მოქალაქე ვარ!“ რომლის მიზანიც ქუჩის ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივება, მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესება და კულტურული აქტივობების მეშვეობით საზოგადოების თემით დაინტერესებაა.

პეტიციაზე ხელის მოწერით თქვენ ხარს დაუჭეთ საბუთების გარეშე მცხოვრები პატარებისთვის პირადი ნომრის მინიჭების პროცედურის გამარტივებას, მათ განათლებას, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვას და ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფას.

მოაწერე ხელი პეტიციას ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მხარდასაჭერად!

პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHdpNnRqblNKczRldXdsZzJ2a0N0aWc6MA

image1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო უსახლკარო, ე. წ. „ქუჩის ბავშვების“ მომრავლების რეალური პრობლემის წინაშე დგას. ეს ტერმინი გამოიყენება იმ არასრულწლოვანთა მიმართ, ვისთვისაც ქუჩა ძირითადი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილია და ვისაც მშობლების ან მეურვის ყოლა-არყოლის მიუხედავად, თავის გასატანად ღია ცის ქვეშ მოწყალებას თხოვნა ან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს.
2007 წელს, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) ფედერაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, ქუჩის ბავშვების თემის ურბანული კვლევა აწარმოა. ჩატარებული სამუშაოს წერტილოვანი შეფასებისimage
შედეგად, ზოგადად მოხერხდა იმის განსაზღვრა, რომ მოცემულ ქალაქებში, ქუჩაში დაახლოებით 1, 049 (მაქსიმუმ 1600) ბავშვი ცხოვრობდა. აღნიშნული შემთხვევის გარდა, ანალოგიური კვლევა საქართველოში მას შემდეგ არ ჩატარებულა, თუმცა, თემაზე მომუშავე ორგანიზაციების არაოფიციალური შეფასებით, ვითარება საგრძნობლად გაუარესებულია. „განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაუქმდა ბავშვთა სახლები;

2007 წლის კვლევაში მონაწილე ბევრ არასრულწოლოვანს უკვე ორი და სამი შვილიც კი ჰყავს... მათი რიცხვი იზრდება, პრობლემები იგივე რჩება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადობის დამადასტურებელი საბუთების არქონაა. “-განმარტავს ქეთი კოპალაძე-სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. პირადობის დამადასტურებელი საბუთის არქონა აფერხებს არასრულწლოვანთა შესაძლებლობებს ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სამართლებრივი სიკეთეებით და მონაწილეობა მიიღონ სოციალურ პროგრამებში რომლებიც ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ჯანდაცვისა თუ განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. 2007 წლის შემდეგ "ქუჩის ბავშების" თემაზე კვლევა არ ჩატარებულა. ამ ბავშვების ირგვლივ უამრავი პრობლემა არსებობს რომელთაგანაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად არასწრულოვანთა დიდი ნაწილისთვის მოქალაქეობის არ ქონა წარმოადგენს.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHdpNnRqblNKczRldXdsZzJ2a0N0aWc6MA

imageდაბადების მოწმობის არქონას, ხშირ შემთხვევაში, თავად მშობლების იურიდიული იდენტიფიცირების შეუძლებლობა იწვევს. როგორც წესი, არც მათ გააჩნიათ პირადი დოკუმენტები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გამო, ბავშვები ხშირ შემთხვევაში, არასამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო და სამართლებრივი ნორმების სრული დარღვევით იბადებიან... შესაბამისად, მათი დაბადების რეგისტრაციაც შეუძლებელია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდვიჟენ"-ის ბავშვთა პროგრამების კოორდინატორი - თამარ ალექსიძე, ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთ ნომერში განმარტავს, ეს ბავშვები „იურიდიულად არ არსებობენ“...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მარტივია იმის დანახვა, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ქუჩაში უხეშად ირღვევა. პირველადი მიზეზი არის მუხლი 7.1 -ის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც ბავშვისთვის დაბადებისთანავე რეგისტრირების, სახელის მიღებისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლებას გულისხმობს.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHdpNnRqblNKczRldXdsZzJ2a0N0aWc6MA

თუმცა, ქუჩის ბავშვებთან მიმართებაში აღნიშნული მუხლის გარდა, კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებებიც ირღვევა: ექსპლუატაციისა და ძალადობისგან, სექსუალური ბოროტებისგან დაცვის უფლება (მ. 19:1; მ. 34; მ. 36 ), ჯანმრთელობის სრულყოფილად და ხარისხიანად დაცვის უფლება (მ.24:1), ბავშვის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის ხელისშემშლელი შრომისგან დაცვის უფლება (მ. 32:1).
ქუჩის ბავშვები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, მათთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ზრუნვა და მათი ადვოკატირების პროცესებში სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩართულობა პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა.
image

პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHdpNnRqblNKczRldXdsZzJ2a0N0aWc6MA

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ანუკემე
ანუკემე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0