სხვა სასიყვარულო სადღეგრძელოები 2014, 10 იანვარი, 21:14 ულამაზესი სადღეგრძელოები, რომელიც ყოველთვის ღიმილს ტოვებს თქვენს სახეებზე.
1)იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს რომელიც იცის, რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის. იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს, რომ იცის რომ დადნება და მაინც მოდის ციდან. იმ, ვარდს გაუმარჯოს რომ იცის რომ დაჟკნება და მაინც ხარობს… და იმ ბულბულს გაუმარჯოს, რომ იცის რომ მოკვდება და მაინც გალობს… მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს. 2)ეს, იმ მთებს გაუმარჯოს რომლებიც ერთმანეთს სიმაღლეში ეჯიბრებიან. ეს, იმ მდინარეებს გაუმარჯოს რომლებიც ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებიან. ეს იმ ლამაზ გოგო ბიჭებს გაუმარჯოს რომლებიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან. არსებობს ქვეყნები, სადაც მთები პატარა მტვრის გორაკების სახითაა წარმოდგენილი, ქარის დაბერვა და მტვრად იქცევა. არსებობს ქვეყნები, სადაც მდინარეები პატარა რუ-ნაკადულის სახითაა წარმოდგენილი, მზე სხივებსს დააჭერს და ამოშრება. ჩვენ, საქართველოში, მთებიც გვაქვს, მდინარეებიც, ლამაზი გოგო-ბიჭებიც და რაც მთავარია ღვთისაგან დალოცვილი ქვეყანაა. მოდით, საქართველოს გაუმარჯოს. 3) ეს იმ უიმედო სიყვარულს გაუმარჯოს, როდესაც იცი არ უყვარხარ და მაინც გიყვარს. 4)პირზე ღიმილს და სულში დარდს გაუმარჯოს. 5)პირველ კოცნას გაუმარჯოს მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო, შენ პასუხობ არაფერზეო მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი. იმედია მოგეწონათ და კმაყოფილნი დარჩით ამ ულამაზესი და თბილი სტატიით. 190 4-ს მოსწონს
|