შოუბიზნესი Michael Jackson-ის მუზეუმის გახსნას გეგმავს Lady Gaga. 2014, 10 იანვარი, 19:16 ერთ-ერთი სკანდალური სახე შოუბიზნესში მოგეხსენებათ, რომ არის Lady Gaga, რომელმაც შარშანდელი მთელი წელიწადი ცნობილ ფოტოალბომ ARTPOP-ის შექმნას მოანდომა. ე.წ. "Mama Monster"-მა არ იკმარა სიახლე და სულ ცდილობს საკუთარი შემოქმედების პოტენციალი ენერგიულად წარმოაჩინოს, თუმცა წვრილმან სიახლეებს არ სჯერდება, ამბობს რომ დიდი ენერგიის ხარჯვა ფუჭე არ უნდა იყოს. ამჟამად, "Mama Monster"-ად წოდებულმა მიზნად დაისახა გახსნას საკუთარი მუზეუმი, რომელიც მიეძღვნება პოპ მეფის- Michael Jackson-ის ხსოვნას. იგი დიდი გულშემატკივარია პოპ მეფის და საკუთარი კერძო კოლექცია აქვს, რომელიც ჯექსონის კუთვნილი 55 ელემენტისგან შედგება. Lady Gaga რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა მათ სხვადასხვა აუქციონებზე, ზოგჯერ იმალებოდა კიდეც აუქციონებზე და ყალბი სახელით იღებდა მონაწილეობას, რათა პოპ მეფის ნივთი მოეპოვებინა. როგორც ცხადია, მან ჯექსონის ფოლადის ქურთუკი, რომელიც კლიპ «Thriller»-ის დროს ეცვა, 1, 8 მილიონ დოლარად იყიდა; კრისტალებით გაწყობილი ხელთათმანები კი 330, 000 დოლარად. დასავლური მედიის ცნობით კი, Lady Gaga არ ამტკიცებს მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თუმცა არც უარყოფს. 24 13-ს მოსწონს
|