x
ორი ადამიანის ერთი სიყვარული

imageმარი გოგო რომელიც უზომოდ არის შეყვარებული სადაც მე ვისვენებ ამ გოგოსაც იქვე ახლოს აქვს სახლი და ისეც ზაფხულობით იქ არის ხოლმე, მისი სახლი ჩემს სახლთან არც ისე ახლოსაა და ამიტომ ერთმანეთის არსებობა არც ვიცოდით, ნუ ვიცოდი რომ იმ სახლში გოგონები ჩამოდიოდნენ დასასვებნებლად თუმცა დიდად არასოდეს დავინტერესებულვარ ვინ იყვნენ ისინი, მითუმეტეს ახლოს ვინც ცხოვრობს ბევრს არც ვიცნობ ეს დაჩის სახლებია მე ახალი ნაყიდი მაქვს სახლი და შესაბამისად ვიცნობ ხლალხსაც თუმცა დრო რო გადის ნელნელა ეჩვევი გარემოს ხალხს და მეტ კონტაქტი გაქ მათთან მეც ნელ-ნელა გავიცანი აქაურობა, ბოლოს ეს მარიც გამაცვნეს, მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი მასთან ურთიერთობისას, მას იშვიათად ვხედავდი, ხშირად იყო აქა-იქ შეკრებები თუმცა მე იშვიათად დავდიოდი, არ მიყვარდა ჩემთვის უმეტესად უცხო ხალხში ყოფნა მე უფრო პატარა წრეში ანუ ვინც ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ვიცნობდი მათთან ერთად სადმე მყუდრო გარემოში შეკრება მიყვარდა . თუმცა ხანდახან ისენი როცა იქ მიდიოდნენ მეც მოწყენილობისგან რომ არ მოვმკვდარიყავი და ამ შეხვედრებზე ვხედავდი მარის ხოლმე მის მერე დიდიხანი აღარ ვყოფილვარ იქ ერთხელაც ზამთარში ასვლა მოგვიწია სინათლის კაბელები ჩაწყდაო დაგვირეკა იქ მკვიდრმა მაცხოვრებელმა, პარასკესს საღამოს ავედით, კვირას გვიან ვაპირებდით წამოსვლას, პარასკესს რომ ავედით დავისვენეთ იმ დღეს, ცოტათი სახლი მოვაწესრიგეთ, ვჭამეთ და მგზავრობისგან დაღლილებს ძილის გარდა სხვა აღარაფერი გვინდოდა, მეორე დილითვე დავიწყეთ ქალაქიდან ატანილი კაბელების გადაჭიმვა ბოძიდან სახლამდე დახლოებით სამ საათში უკვე მზად იყო ყველაფერი შუქიც ავანთეთ სახლში და საღამოს ქეიფისთვის დავიწყეთ მზადება, მე მახლდა ორი ნათესავი , რომლებიც ჩემზე საკმაოდ უფროსები არიან და მწვადის შეწვაც და სხვა მზადებებიც მათზე იყო, თანაც ჩემგან განსხვავებით უყვართ მწვადის შეწვა და სუფთა ჰაერზე ქეიფისთვის მზადება (რათქმაუნდა შემდეგ მოლხენაც ) მე ამ დროს აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა ზოგადად აქ, ზამთარში იშვიათად რომ იყოს ვინმე, ისიც ან მოხუცია ან ჩვენსავით ორი დღით ამოსული . ჩვენი სახლი შედარებით მაღლობზე დგას და კარგად მოჩანს ირგვლივ სახლები მეც შევამჩნიე მარის სახლთან მდგარი მანქანა ვიფიქრე მამამისის მანქანა იქნებოდა იქნებ ისიც აქ იყოს ცოტას ლაპარაკში მაინც გავერთობიმეთქი დავეშვი მათ სახლისკენ მივედი სახლთან, დავუძახე, მისმა დამ გამომხედა მარისაც ლაითად ვიცნობდი და მისი და ხომ სულ სამჯერ მყავდა ნანახი და შესაბამისად ვერ მიცნო ვკითხე მარი სახლში თუ იყო მითხრა მშობლები, მარი და ჩვენი სტუმარი სასეირნოდ გავიდნენ ტყეშიო, გული დამწყდა ვიფიქრე არ გამიმართლამეთქი მაგრამ მისი და თვითონ გამომელაპარაკა .
- მეგობრები ხართ?
- აქ ვხედავდი როცა ჩამოვდიოდი ... ვუპასუხე მე
- მე რომ არ მახსოვხარ?
- სამაგიეროდ მე მახსოვხარ
გაეცინა
- საიდან?
- შეკრებებიდან
შემდეგ მარიზე ვკითხე მალე მოვიდოდა თუ არა, მარის დას ეკა ერქვა, ეკამ დავურეკავ გავიგებ როდის დაბრუნდებიანო, გადარეკა და მარის უთხრა ვიღაც ბიჭია მოსული გიკითხაო და ტელეფონი მომაწოდა აი დაელაპრაკეო მოვიკითხე თუმცა მან ვერ მიცნო თავიდან მერე თავი გავახსენე და ვუთხარი უბრალოდ ვიფიქრე ვნახავდითქო დამელოდე და მოვალო მითხრა, ხოდა მეც ველოდებოდი ეკამ ყავა შემომთავაზა და შინ შემიპატიჟა . მარიც მალე მოვიდა მისი თანმხლებიც გავიცანი, ცოტახანს სახლში გავჩერდით მერე გარეთ გასეირნება გადავწყვიტეთ ისე ვლაპარაკობდით თითქოს დიდიხნის მეგობრები ვყოფილიყავით და არა უბრალო ნაცნობები თბილი ადმიანი იყო თავის შეყვარებულზე მელაპარაკებოდა ეტყობოდა ძალიან უყვარდა ის ბიჭი ლაპარაკში აღმოვაჩინეთ რომ მე იმ ბიჭსაც ვიცნობდი და საკმაოდ კარგადაც ჩემი ბიძაშვილის კარის მეზობელი და ბავშობის ძმაკაცია საინტერესო დამთხვევამ მალე ძალიან ჩამაფიქრა და ამ ყველაფრის დაწერა გადამაწყვეტინა მარიამი გახარებული მიამბობდა მათ სიყვარულზე როგორ ზრუნავდა და აფასებდა ერეკლე (მისი შეყვარებული) მარის თუ როგორ ძალიან უყვარდა ორივეს ერთმანეთი . მიყვებოდა ერეკლეზე თუ როგორ მიუტანა ერეკლემ ღამის პირველ საათზე ნამცხვარი რომელიც თვითონ მარიმ ისურვა ტელეფონში საუბრისას თუმცა ის არ უთქვამს მომიტანეო, უბრალოდ ვთქვი რომ მინდოდა მან კი მალევე ნამცხვარი მომიტანა ძალიან გამახარა ამ ამბავმაო, მერე მომიყვა თუ როგორ ზრუნავს მარიზე როცა მას რამე სჭირდება ამას წინებზე მე და ჩემი დაქალი გვიანობამდე შემოვრჩით დაბადებისდღეზე რომ დავურეკე ერეკლეს მითხრა სადახარ ძმაკაცის მანქანით წაგიყვან სახლშიო, ერთხელ კიდე ვიღაც იდიოტი გადამეკიდა ტელეფონზე მწერდა არ ვპასუხობდი და მაინც მაწუხებდა ზარებით და მეისიჯებით, ერეკლემ რომ გაიგო დაურეკა ნახა და იმ ბიჭს აღარ შევუწუხებივარ მოკლედ ჩემი გმირი პრინციაო . მიყვებოდა უამრავ რამეს რაც მისთვის ერეკლეს გაუკეთებია ერეკლეზე გავიფიქრე რა ძალიან სიყვარული შესძლებია მეთქი არადა არეტყობა მაგრამ მე მას ხომ კარგად არ ვიცნობ და შუბლზე ხოარ ეწერებოდა მარი დიდხანს მელაპარაკა ერეკლეზე ვერცკი მიხვდა რომ უკვე აღარ მაინტერესებდა მისი და ერეკლეს სიყვარულის ამბების მოსმენა მაგრამ არ შევიმჩნიე მერე მის სახლამდე მივაცილე და ის და მისი ოჯახის წევრები ჩვენთან დავპატიჟე თუმცა უარი მითხრეს, საქმები გვაქვს და თან არ შეგაწუხებთო მე დვაიჟინე მაგრამ მაინც არ დამთანხმდნენ ქალაქში ისე წამოვედი მარი აღარ მინახავს დამშვიდობება ტელეფონით მოვახერხე კარგა ხანი იყო გასული მის მერე ბიძაშვილთან ასვლისას ხშირად მინახავს მათ უბანში ერეკლე მაგრამ მარიზე არაფერს ვეუბნებოდი იმიტომ რომ მხოლოდ რამოდენიმე წუთით მიხდებოდა მასთან კონტაქტი ასე ვთქვათ " მისალმებითი მოკითხვა " და არ ვთვლიდი საჭიროდ მარი მეხსენებინა მაგრამ ერთ დღეს როცა მცხეთობაზე ბიძაშვილმა წასვლა შემომთავაზა მცხეთაში და შემდეგ ვქეიფობდით სიყვარულის სადღეგრძელოზე ერეკლემ ასეთი სიტყვები თქვა არასოდეს განმიცდია ქალ-ვაჟური სიყვარული, მაგრამ მე ვიცი ძმის, დის, მშობლების და სხვა უამრავი რამის ან ვინმეს სიყვარული და რაც მთავარია უფლის სიყვარული უფალი ხომ თავად სიყვარულიაო იქ შეკრებილი ხალხი და განსაკუთრებულად ჩემი ბიძაშვილის და მისი ძმაკაცების მეგობარი გოგოები აღაფრთოვანა ამ სიტყვებმა და მისი ქება არავინ დაიშურა მეც მომეწონებოდა ეს სიტყვები მაგრამ ჩემი ყურადღება იმ სიტყვებმა მიქცია რო მას ქალ-ვაჟური სიყვარული არ განუცდია . ვეღარ მოვითმინე და როცა განცალკევებით მოვხვდით ვუთხარი ერთი გოგო გავიცანი მგონი შენზე მეუბნებოდა ჩემი შეყვარებულიაო, გვარი, სახელი, წლოვანება და უბანი რომ დაემთხვა ვიფიქრე შენ იყავი აღარც კი მახსოვდა იმ გოგომ რომ მომიყვა, მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა რომ თქვი ქალ-ვაჟურად არ მყვარებიაო დაინტერესდა ვისზე ვამბობდი, მარი ჰქვია მეთქი ვუპასუხე მაგრამ გვარი არ მახსოვდა . როცა ავუღწერე და ვუთხარი დაჩა სადაც აქვს და საიდან ვიცნობდი მას, მიხვდა ვისზეც ვამბობდი, და მიპასუხა ვიცი ეგ გოგო ხანდახან ვხვდები მაგრამ სერიუზული არაფერი, უბრალოდ სექსი გვაქვსო ამ სიტყვებმა ძალიან გამაოცა, იმიტომ რომ მარი ყოველთვის სპეტაკი და ხმალ-ფარ მომარჯვებული მამის შვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა თანაც მარი ისე ჰყვებოდა ერეკლეზე, ისეთი დიდი გრძნობით რომ ... ერეკლემ კი ის რიგით და უბრალო ადამიანად მოიხსენია და როცა მასზე ლაპარაკი დაიწყო ისე ლაპარაკობდა როგორც უბრალო ნაშაზე რომელიც სხვა ნაშებივით უბრალო გასართობია, ზემოთ დავწერე რომ მარისთან ლაპარაკის დროს გამაკვირვა ერეკლეს და მარის სიყვარულმა შემდგომში დამაფიქრა და ეს ყველაფერი დამაწერინა , დამაფიქრა იმან თუ როგორ აღიქვამენ გოგოები სიყვარულს და როგორ აღიქვამენ ბიჭები, აშკარა იყო ერეკლეს სიტყვებით მანიპულირება კარგად გამოსდიოდა რაც იმ სადღეგრძელომაც დადასტურა სიყვარულზე რომ თქვა სიტყვები იქეთ იყოს ისეთი განცდით ამობდა არ გამკვირვებია რომ შეცდომაში შევიდა მარი ალბათ მასაც ასეთი განცდებით ანახებდა სიყვარულს თუმცა როცა გინდა დაიჯერო რომ ვინმე გიყვარს ძნელია დაინახო მისი ის საქციელეი რომლითაც დამტკიცებდი იმას რომ მას არ უყვარხარ, თორემ შეუძლებელია სიყალბე ვერ დაინახო დიდიხნის ურთიერთობის დროს უბრალოდ ადამიანები ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ რომ მწარე რეალობა არ დაინახონ და ამ დროს ესენი ხელოვნურად არიან ბედნიერები და ეს ასეა, იმის მერე მარი აღარ მინახავს ერეკლესთან კი არასოდეს მილაპარაკია, იმის მერე მარისთან თუმცა ალბათ რომელიმე ზაფხულზე ავალ დაჩაზე და შევხვდები მარის, არ ვიცი რა უნდ ავუთხრა მის ყალბ სიყვარულზე თუმცა მარტო ის არ მოტყუებულა მეც მოვტყუვდი როცა მარი ლაპარაკობდა ერეკლეს სიყვარულზე ბევრჯერ ისეთნაირი სიტყვები უთქვამს რომ მარიზე შთაბეჭდილება ნებისმიერს ისე დარჩებოდა რომ ის ძალიან ტრადიცული და ისეთი ადამინი ეგონებოდა რომ ის ქორწილამდე ბიჭს არც კი აკოცებდა თუმცა რეალობა სხვაა. თუმცა არც ერეკლეა პრინცი და არც მარია ისეთი სპეტაკი როგორც ამას თვითონ ავლენდა და ამაში ერეკლესთან ლაპარაკის დროს დავრწმუნდი უბრალოდ არ მინდა დაწვრილებით დავკონკრეტდე, თუმცა მერწმუნეთ ეს ასეა, საკმაოდ თავქარიანი ყოფილა მარი და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მას ერეკლესთან სექსი ჰქონდა, იმიტომ რომ მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც განიკითხავს არაქალიშვილ გოგოს თუმცა მე მაინც არვარ ქორწინებამდე ფიზიკური ურთიერთობის რელიგიური თვალსაზრისითა გამო და იმის გამოც რომ გოგო არ მოტყუვდეს ერეკლესნაირ ადამინებთან, ამ ყველაფერმა კი იმაზე დამაფიქრა თუ ადამიანი რას ხედავს და სინამდვილეში რა არის .. არ დამავიწყდება მარი როგორ ყვებოდა მისი და ერეკლეს უზარმაზარ სიყვარულზე და ამის დასამტკიცებლად რო მეს ნამდვილად დიდი სიყვარულია ბევრი მაგალითი ქონდა (თუ შეილება რომ სიყვარულს მაგალითები სჭირდებოდეს)რეალობა კი ის იყო რომ მისი სიყვარული და ეს განცდები ფარსი იყო არ ვიცი ახლა რა ხდება მათთან თუმცა მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, სიყვარული ცხოვრებაში მომხდარი ამბებით არ მტკიცდება, ერეკლეს ნათქვამ სიტყვებს გავიმეორებ რაც ალბათ ყველამ ვიცით რომ უფალია თავად სიყვარული და სიყვარული უნდა იყოს რწმენით

0
68
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლაშა_1
ლაშა_1
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0