შოუბიზნესი 2013 წლის სიკეთის ეტალონი გამოვლინდა. 2014, 9 იანვარი, 21:37 გამომცემლობა The Times-მა ახლახანს გამოაქვეყნა ძირითად მოიერიშე, მშვიდობის დამყარების ეტალონად წოდებული, ყველასათვის კარგათ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, რომელიც 2013 წლის "მშვიდობის ეტალონად" აღიარეს.
ყველას კარგათ მოგეხსენებათ ენჯის ქველმოქმედებების შესახებ, რომელიც აურაცხელია. ასევე ცნობილია ისიც, რომ 2001 წელს იგი დაინიშნა UNHCR-ის კეთილი ნების ელჩად. მოგეხსენებათ, რომ მან არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გადაიტანა ონკოლოგიური დაავადება, რასაც მისი ორივე მკერდის ამპუტაცია მოყვა, თუმცა არც ამას შეუშლია მისთვის ხელი კეთილი საქმე ეკეთებინა. ოპერაციიდან მალევე მან დიდი დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილების მქონე პირებს. შეხვდა ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰეიგს და მასთან ერთად გაემართა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის და ჰუმანიტარული კრიზისი. კონგოში ჯოლი ეწვია ლტოლვილებს ბანაკში, ასევე მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მმართველ ორგანოებთან მოლაპარაკებაში. ჯოლიმ ასევე განახორციელა უამრავი ვიზიტი კონფლიქტის ზონაში, რაც მის სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნიდა. გამომცემლობამ ძირითადი ყურადღება ენჯის სიკეთით სავსე სურვილებზე გაამახვილა, რომელიც ყველა ჩვენთაგანის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. გთავაზობთ ენჯის მიერ განხორციელებულ, სიკეთის ამსახველ კადრებს, რომელიც უთუოდ დაგაფიქრებთ: 92 14-ს მოსწონს
|