კულტურა 14 თებერვალი საუდის არაბეთში 2014, 9 იანვარი, 16:39 ყოველი წლის 14 თებერვალს საუდის არაბეთში ფლორისტები მალავენ წითელ ვარდებს და სხვა ყვავილებს, ხოლო ვაჭრები არ ყიდიან ნებისმიერი წითელი ფერის ანდა გულის ფორმის საქონლს. ყველას, გამონაკლისის გარეშე, ამ დღეს აკრძალული აქვს წითელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა. ყველა უმნიშვნელო მინიშნება ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, მიუღებელია და ისჯება მონიტორინგის ჯგუფის მიერ. სასჯელის სახით, კომიტეტის წარმომადგენლებს შეუძლიათ დახურონ მაღაზია ან დამნაშავე არ შეუშვან საჯარო დაწესებულებებში, როგორიცაა ოფისი, რესტორანი, კინო, თეატრი და ა.შ. ამ საკმაოდ სასაცილო აკრძალვით საუდის არაბეთის ხელისუფლება ხელს უშლის ქორწინებამდელი სექსის პროპაგანდას, რომელსაც ეწევა მთელი ევროპა და ამერიკა. 300 5-ს მოსწონს
|