სხვა ქართველი ხალხის კულტურა თუ შური (ხატია ბუნიათიშვილის მაგალითი) 2014, 7 იანვარი, 13:39 ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად განიხილება ხატია ბუნიათიშვი-ლის ნიჭიერში გამოჩენა, ამ ფაქტმა მოიცვა მთელი საქართველო და ინტერნეტ მედია. შეიძლება ითქვას რომ საქართველოს “კრიტიკოსთა" 75-80% ფიქრობს რომ ხატიას საქციელი ამაზრზენი და შეუფერებელია, დაწყებულია ინტერნეტში ამის შესახებ ჭორების შეთხზვა და ამ ადამიანის კრიტიკა. თუმცა მოდით დავფიქრდეთ: რატომ ვფიქრობთ ასე? ჩვენ ხომ ევროპ-ული ქვეყანა ვართ და გვინდა ევროპულმა ქვეყნებმა გვაღიარონ. რატომ გაგვიკვირდა ეს? იქნებ იმიტომ რომ ქართველ ხახს სხვისი განსჯის მეტი საქმე არ აქვს და ამით ცდილობს როგორმე თავისი მინუსები დამალოს. შეხედეთ ფოტოს და დაფიქრდით ღირს თუ არა ამის გამო ამხელა ამბის ატეხვა და ადამიანის ასე გაკრიტიკება. ბოლოს და ბოლოს ჩვენი განსასჯელი არავინ არ არის და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე არ მინდა ვინმეს ჩემი აზრი თავს მოვახვიო, უბრალოდ დაფიქრდით და გაიაზრეთ. თუ ვცდები გთხოვთ შემისწოროთ. 327 2-ს მოსწონს 1-ს არა
|