ქალი და მამაკაცი სიყვარულის და ქორწინების საუკეთესო დრო (ანუ რატომ ვართ ქართველები ასე ცოტანი) 2014, 6 იანვარი, 18:33 ![]() ![]() პირველ შემთხვევაში, ადამიანი რჩება გაუნათლებელი და მოგეხსენებათ ჩვენი(ქართველების) შეხედულება, თავადაც რომ ასეთი იყოს, მეორე ნახევარს უცოდინარს არას დიდებით არ მიიღებს.(ასეთი კატეგორია მინიმუმ 5%-ა.) მეორე შემთხვევაში, სიღრმისეული განათლების მიღება დიდ დროს მოითხოვს, საშუალოდ 24-25 წლამდე.და ამ პერიოდში მათი უმრავლესობა სიყვარულს და მით უმეტეს დაოჯახებას თავს არიდებს (დაახლოებით 15%). განათლების მიღების შემთხვევაში შემდგომი ეტაპი დასაქმებაა, თანაც ისეთ სამსახურში, რომ ოჯახის შენახვა პრობლემად არ იქცეს.დამეთანხმებით საქართველოში ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.ზემოთხსენებულ 24-25 წლის ასაკს შესაძლოა 5-10 წელიც კი დაემატოს, ვიდრე ადამიანი ოჯახის სარჩენად საჭირო სამსახურს იპოვის (ან მოიპოვებს).უმრავლესობა კი სწორედ ამ სიტუაციაშია(20-25%). 30-35 წლის ასაკი, ძველი ბერძნების აზრით, საუკეთესო პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ ქართველებისათვის ნურას უკაცრავად.სამსახურის შოვნის შემდეგ უდროობას ვუჩივით, ჩვენ ხომ ყველაფერი გადაჭარბებული ვიცით, მათ შორის სამსახურიც, თუ სისხლში არ გვაქვს გამჯდარი, სხვანი გვეხმარებიან საერთაშორისოდ მიღებული 8 საათის ნაცვლად, 10-12 სთ ან უფრო მეტიც ვიმუშაოთ.რის შედეგადაც, ისევ და ისევ გადაჭარბებული ყურადღების მსურველების არცთუ მცირე რაოდენობა უკმაყოფილო რჩება.(ამ მიზეზით დაოჯახების შანსს კიდევ 15% უნდა გამოვაკლოთ.) აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბალანაზღაურებადი სამსახურების რიცხვი საკმაოდ დიდია, ამას დავუმატოთ უკვე ასაკობრივი პოტენციალი და ოჯახების უმრავლესობა ერთ ან ორ შვილზე ჩერდება, რაც ლოგიკურადაც და მათემატიკურადაც გამრავლებად ვერ ჩაითვლება.(30 %) შევაჯამოთ ყოველივე და მივიღებთ, რომ გამრავლების მხრივ ქართველთა მხოლოდ 10-15%-ა აქტიური და ისიც უკეთესს შემთხვევაში. p.S.ღმერთმა ყველა ქართველს გამრავლების შეძლება მოგვცეს! 106 2-ს მოსწონს
|