ქალი და მამაკაცი სიყვარულის და ქორწინების საუკეთესო დრო (ანუ რატომ ვართ ქართველები ასე ცოტანი) 2014, 6 იანვარი, 18:33 ქართველებს უკვე დიდი ხანია მძიმე ტვირთად გვაწევს დემოგრაფიული პრობლემა.კვლევები და გამოთვლები იმასაც ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა ჩვენს ერს მალე განადგურება ემუქრება.
რა არის მიზეზი?!
ალბათ, ცოტა თუ დამეთანხმება, რომ ყოველივე ამის გამომწვევი სქესობრივი პოტენციალის ნაკლებობაა.ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი, ფაქტორია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ახალგაზრდებსა და ზოგადად ოჯახის შექმნის მსურველებს დაბრკოლებებსა და საფიქრალს უჩენს.
იმის ფონზე, რომ ათასობით განათლებული, ნასწავლი ქართველი დღესდღეობით სახლში ზის და ვინ იცის მერამდენე წელიწადია სამსახურის ძიებაშია, მომავალითაობისათვის ყალიბდება აზრი, რომ, პირველი, განათლება არაფრის მომცემია, ან მეორე, რომ თუ განათლებული ხალხი ვერაფერს აღწევს, ის მხოლოდ ღრმა ცოდნით დაიმკვიდრებს ადგილს.რა მოჰყვება თითოეულ ამ აზრს?
პირველ შემთხვევაში, ადამიანი რჩება გაუნათლებელი და მოგეხსენებათ ჩვენი(ქართველების) შეხედულება, თავადაც რომ ასეთი იყოს, მეორე ნახევარს უცოდინარს არას დიდებით არ მიიღებს.(ასეთი კატეგორია მინიმუმ 5%-ა.) მეორე შემთხვევაში, სიღრმისეული განათლების მიღება დიდ დროს მოითხოვს, საშუალოდ 24-25 წლამდე.და ამ პერიოდში მათი უმრავლესობა სიყვარულს და მით უმეტეს დაოჯახებას თავს არიდებს (დაახლოებით 15%). განათლების მიღების შემთხვევაში შემდგომი ეტაპი დასაქმებაა, თანაც ისეთ სამსახურში, რომ ოჯახის შენახვა პრობლემად არ იქცეს.დამეთანხმებით საქართველოში ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.ზემოთხსენებულ 24-25 წლის ასაკს შესაძლოა 5-10 წელიც კი დაემატოს, ვიდრე ადამიანი ოჯახის სარჩენად საჭირო სამსახურს იპოვის (ან მოიპოვებს).უმრავლესობა კი სწორედ ამ სიტუაციაშია(20-25%). 30-35 წლის ასაკი, ძველი ბერძნების აზრით, საუკეთესო პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ ქართველებისათვის ნურას უკაცრავად.სამსახურის შოვნის შემდეგ უდროობას ვუჩივით, ჩვენ ხომ ყველაფერი გადაჭარბებული ვიცით, მათ შორის სამსახურიც, თუ სისხლში არ გვაქვს გამჯდარი, სხვანი გვეხმარებიან საერთაშორისოდ მიღებული 8 საათის ნაცვლად, 10-12 სთ ან უფრო მეტიც ვიმუშაოთ.რის შედეგადაც, ისევ და ისევ გადაჭარბებული ყურადღების მსურველების არცთუ მცირე რაოდენობა უკმაყოფილო რჩება.(ამ მიზეზით დაოჯახების შანსს კიდევ 15% უნდა გამოვაკლოთ.) აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბალანაზღაურებადი სამსახურების რიცხვი საკმაოდ დიდია, ამას დავუმატოთ უკვე ასაკობრივი პოტენციალი და ოჯახების უმრავლესობა ერთ ან ორ შვილზე ჩერდება, რაც ლოგიკურადაც და მათემატიკურადაც გამრავლებად ვერ ჩაითვლება.(30 %) შევაჯამოთ ყოველივე და მივიღებთ, რომ გამრავლების მხრივ ქართველთა მხოლოდ 10-15%-ა აქტიური და ისიც უკეთესს შემთხვევაში. p.S.ღმერთმა ყველა ქართველს გამრავლების შეძლება მოგვცეს! 106 2-ს მოსწონს
|