x
image
M.Blackmore
მსოფლიოს 20 საუკეთესო ქალაქი ახალგაზრდების საცხოვრებლად
ახალგაზრდებს აქვთ მიდრეკილება იყვნენ თავისუფალნი, უზრუნველები, ისევე როგორც მიზნობრივები, დინამიურები, იდეალისტები, ასევე ენერგიულები და პრაქტიკულები. ზოგიერთი ადამიანი მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებს, თუმცა სურს უმაღლესი განათლების მიღება სხვა ქალაქში ან სულაც საზღვარგარეთ. ან ოცნებობს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე, რაც ჩვეულებრივ დამოკიდებულია ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომაც მათ სჭირდებათ მატერიალური თუ არამატერიალური დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, არსებობენ ქალაქები, რომლებიც საუკეთესოა ახალგაზრდების საცხოვრებლად. გთავაზობთ მსოფლიოს 20 ქალაქს, რომლებიც საუკეთესოდ ერგებიან და შეესაბამებიან ცხოვრების ახალგაზრდულ სტილს.



20. ბუენოს-აირესი, არგენტინა

image



















სამხრეთ ამერიკის პარიზს უწოდებენ ბუენოს-აირესს, რომელიც

არგენტინის დედაქალაქია. ეს ქალაქი რეგიონში ყველაზე წარმატებულ ბაზარს მასპინძლობს, ხოლო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მაღალი დონე მეტ ღირსებებს სძენს მას. წიგნის მოყვარულთათვის კი კარგია აღინიშნოს, რომ სამყაროს ამ ნაწილს "წიგნების დედაქალაქს" უწოდებენ.



19. პერთი, ავსტრალია image


ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. პერთი ეკონომიკურად კარგად გამართული ქალაქია, რომელიც ავსტრალიაში საუკეთესო სანაპიროებით გამოირჩევა.



18. ამსტერდამი, ნიდერლანდი

image


ნიდერლანდის კომერციული და კულტურული ცენტრი ამსტერდამი, რომელიც მრავალფეროვნებით და ცხოვრების აქტიური თუ ენერგიული ტემპით გამოირჩევა ყოველთვის მზადაა რაც შეიძლება საინტერესო და განუმეორებელი გარემო შეუქმნას მის მოყვარულთ.

იგი ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქია, განლაგებული ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით.



17. ბარსელონა, ესპანეთი

image


დასავლეთ ევროპის მთავარი, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ბარსელონა სავსეა მრავალი ღირსშესანიშანაობით, რომელთა შორის გამოირჩევა დიდებული საგრადა ფამილია – მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა, რომლის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია "წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი". ის ქალაქის ეროვნული სიმბოლოა. ბარსელონა გამოირჩევა აყვავებული მრეწველობითა და მოდის წარმატებული ინდუსტრიით, ისევე როგორც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო სანაპიროებით.



16. ლონდონი, ინგლისი image


ყველაზე დიდი ნაკლი ამ ქალაქში ცხოვრებისა მუდამ გადატვირთული საგზაო მოძრაობაა, თუმცა ინგლისის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და უმშვენიერესი ქალაქი ღირსებათა ვრცელი ჩამონათვალით გამოირჩევა. ლონდონი ყოველთვის იყო ეკონომიკის, ხელოვნების, განათლებისა და მოდის ქალაქი. ლონდონი განთქმულია საუკეთესო, წამყვანი უნივერსიტეტებით. ამ ქალაქში 43 უნივერსიტეტია და იგი ევროპის ცენტრია უმაღლესი განათლების სფეროში.



15. გენუა, იტალია

image


იტალიის ჩრდილო–დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ულამაზესი გენუა უძველესი დროიდან იყო მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. ვინაიდან ქალაქში მაღალ დონეზე იყო განვითარებული ვაჭრობა, გენუა ყოველთვის გამოირჩეოდა ეკონომიკური სიძლიერით, მთავრობა კი ყოველთვის ზრუნავდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 2004 წელს გენუა არჩეულ იქნა ევროპის კულტურულ დედაქალაქად.



14. სიეტლი, ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატებიimage


ეს მთავარი ზღვისპირა საპორტო ქალაქი მდებარეობს ვაშინგტონის შტატში, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. სიეტლი არის მთავარი კარიბჭე ვაჭრობის სფეროში, მე–8 უმსხვილესი პორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე–9 ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ ქალაქის უამრავ ღირსშესანიშნაობათაგან გამოირჩევა სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ყავის მოყვარულთ კი განსაკუთრებით იზიდავთ სიეტლი, რადგან იგი არის მსოფლიოში 3 ყველაზე ცნობილი ყავის კომპანიის სამშობლო.



13. ბერლინი, გერმანიაimage


ბერლინი, გერმანიის დედაქალაქი, ერთ–ერთი ყველაზე კაპიტალური და გავლენიანი ქალაქია, რომლის ისტორიას ავსებს და ამაშვენებს ვრცელი ჩამონათვალი ფილოსოფოსების, კომპოზიტორების, მეცნიერებისა და გამომგონებლების სახელებისა. ეს ქალაქი ახალგაზრდებს სთავაზობს ცხოვრების მაღალ სტანდარტსა და დასაქმების შესაძლებლობას მომსახურების სხვადასხვა სექტორში, რომელიც ქალაქის კომპანიების 80 პროცენტს მოიცავს. ბერლინში კარგად არის განვითარებული მუსიკის, კინემატოგრაფიისა თუ არქიტექტურის ინდუსტრია.



12. ჟენევა, შვეიცარიაimage


ჟენევა, ეს გლობალური ქალაქი, დიპლომატიის ცენტრი შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქია. ის საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის ტრადიციული ადგილი და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილსამყოფელია. რამდენადაც ძვირადღირებულია ჟენევაში ცხოვრება, იმდენადვე უზრუნველყოფს იგი ცხოვრების მაღალ ხარისხს. ეს ქალაქი ტურიზმის მნიშვნელოვანი კერაა.



11. ფრანკფურტი, გერმანიაimage


გარდა იმისა, რომ იგი სიდიდით მეორე მეტროპოლიტენია რეგიონში, ფრანკფურტი კონტინენტურ ევროპაში საფინანსო და სატრანსპორტო ცენტრია. ეს ქალაქი საუკეთესო არჩევანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ცხოვრების სწრაფი ტემპი იზიდავთ.



10. მილანი, იტალიაimage


მილანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქალაქია, ცნობილი ძვირადღირებული მაღაზიებითა და რესტორნებით. ქალაქი მილანი ითვლება მოდის დედაქალაქად. აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მთავარი, ცნობილი და პოპულარული საოპერო თეატრი "ლა სკალა".



9. ოკლენდი, ახალი ზელანდიაimage


თუ თქვენი არჩევანი ამ ქალაქში ცხოვრებაზე შეჩერდება უნდა იცოდეთ, რომ ოკლენდი მრავალფეროვანი კულტურის ქალაქია, რომელიც ეროვნულობითაა განთქმული. ოკლენდი ჩრდილოეთის კუნძულზე მდებარე ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქია.



8. პარიზი, საფრანგეთი image


ვის არ სურს მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქში ცხოვრება?

პარიზი, დედაქალაქი მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი ევროპული ქვეყნისა განთქმულია, როგორც მოდის ინდუსტრიითა და კულტურის სამყაროთი, ისე ისტორიული სიმდიდრით. პარიზი უამრავი ღირსშესანიშნაობითაა სავსე, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ თავად პარიზია ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა, საფრანგეთისა თუ მთელი სამყაროსთვის. თუმცა სანამ ამ დიდებულ ქალაქში გადაწყვეტთ ცხოვრებას, მოგიწევთ გაითვალისწინოთ, რომ აქ ცხოვრების ღირებულება საკმაოდ მაღალია.



7. ედინბურგი, შოტლანდიაimage


ედინბურგი, შოტლანდიის დედაქალაქი მდებარეობს სამხრეთ–აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლზე. ედინბურგში შეგიძლიათ გაეცნოთ მის განსაკუთრებულ, დიდებულ არქიტექტურას, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ–ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. ქალაქში 4 უნივერსიტეტია. ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს ქალაქი ედინბურგი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა ფესტივალს უწევს ორგანიზებას.



6. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკაimage


სამშობლო 10 ყველაზე მთავარი მუზეუმისა, უამრავი თეატრისა, კინოთეატრისა, გალერეისა თუ ისტორიული ექსპონატისა. დიახ, ეს პრაღაა. ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი განთქმულია უზარმაზარი, კულტურული ატრაქციონებით, რომელიც მე–20 საუკუნის ევროპის ნგრევას გადაურჩა. ამ შენარჩუნების მადლიერი ახლა უკვე 4.1 მილიონი სტუმარია ყოველწლიურად, რომელნიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ პრაღას. პრაღაში კარგადაა განვითარებული სატრანსპორტო სისტემა, რომელთაგან ყველაზე მთავარი მეტროპოლიტენია. ქალაქს ასევე უწოდებენ "ოქროს ქალაქს", "ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს", "ქალაქთა დედას" და "ევროპის გულს".



5. სალვადორი, ბრაზილიაimage


სალვადორი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მცირე ნახევარკუნძულზე, რომელიც ქმნის ხელსაყრელ ნავმისადგომს. იმის მიუხედავად, რომ სალვადორი რამდენჯერმე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცენტრი იყო, რამაც შეაფერხა მისი განვითარება, იგი მაინც ბრაზილიის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად და ტურისტულ ატრაქციად ითვლება. სალვადორის სამზარეულო, მუსიკა და არქიტექტურა ბრაზილიის უდიდეს ღირსებად ითვლება. სალვადორის სანაპიროების წყალობით ბრაზილია განთქმულია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტებით მსოფლიოში. ასევე სალვადორი ცნობილია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრებით.



4. მელბურნი, ავსტრალიაimage


მელბურნი ვიქტორიას შტატის დედაქალაქი და ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქია. 1901–1927 წლებში იყო ავსტრალიის ფედერაციის დედაქალაქი. მელბურნი აღიარებულია ქვეყნის კულტურისა და სპორტის დედაქალაქად. 1956 წელს იგი მასპინძლობდა ზაფხულის ოლიმპიადას, ხოლო 2006 წელს თანამეგობრობის თამაშებს. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს 251 მ სიმაღლის უმაღლესი ცათამბრჯენი თაუერი. ამავდროულად მელბურნი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. "ბაღის ქალაქი" და "ავსტრალიის კულტურული დედაქალაქი", ასე მოიხსენიებენ ქალაქ მელბურნს. იგი 2008 წელს მეოთხე საუნივერსიტეტო ქალაქად დასახელდა მსოფლიოში ლონდონის, ბოსტონის და ტოკიოს შემდეგ. მელბურნი დიდებული არჩევანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ საუკეთესო უმაღლესი განათლების მიღება. ეს არის ქალაქი სავსე მრავალფეროვნებით, სადაც ცხოვრება სავსებით ხელმისაწვდომი და იაფია ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით.



3. რომი, იტალიაimage


"მარადიული ქალაქი რომი" ხშირად ამ ეპითეტით ამკობენ მსოფლიოს ყველაზე დიდი კულტურის, ფილოსოფიის, ისტორიისა და არქიტექტურის მქონე ქალაქს. რომი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ისტორიული ქალაქი. ის არის ხიდი ეპოქებსა და კულტურებს შორის, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის თითოეულ ნაგებობაში შევიგრძნოთ ისტორიის სურნელი. გარდა სხვა უამრავი ღირსშესანიშნაობისა, რომი ერთადერთი ქალაქია მთელ სამყაროში რომელიც მთლიანად მოიცავს ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვატიკანის სახით. თუ გიყვარს და გიზიდავს სიძველეები, განუმეორებელი არქიტექტურა, რელიგიები და ხელოვნება რომი საუკეთესო ქალაქია შენთვის. რომი, ფილოსოფიისა და ხელოვნების სამშობლოს, იტალიის დედაქალაქი.



2. ნიუ იორკი, ნიუ იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატებიimage


ნიუ იორკის შტატში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთი უდიდესი ქალაქი, რომელსაც შტატისგან განსასხვავებლად "ნიუ იორკ სიტი"–ს უწოდებენ. მისი მეტსახელია "დიდი ვაშლი". "მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი", "ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს" ასე მოიხსენიებენ ნიუ იორკს, რომელიც ცხოვრების ყველაზე სწრაფი, ენერგიული ტემპით გამოირჩევა და მსოფლიოში ყველაზე ხმაურიან ქალაქად მოიაზრება. ამ ქალაქს შეუძლია ფართო სპექტრის შესაძლებლობების შემოთავაზება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქ შეხვდებით კულტურულად მრავალფეროვან მოსახლეობას. ნიუ იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო–საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ–ბინა.



1. ვენა, ავსტრიაimage


"ოცნებების ქალაქი", "მუსიკის ქალაქი" – ამ ქალაქს აქვს ყველაფერი რასაც შეიძლება ეძებდეს ახალგაზრდა ადამიანი. ვენა არის ავსტრიის დედაქალაქი და ავსტრიის 9 შტატთაგან ერთ–ერთი. ვენაში აქვს შტაბ–ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას. ვენა ევროპის ერთ–ერთი დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთ ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მან თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. დღესდღეობით ვენა ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია მსოფლიოში.

7
1682
16-ს მოსწონს
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
1682
  
2014, 5 თებერვალი, 1:11
მე მინდა ბრაზილიაში და ინდოეთში
2014, 25 იანვარი, 0:34
რომი
2014, 8 იანვარი, 10:34
შვეიცარია ესპანეთი
2014, 7 იანვარი, 20:08
როგორ არ მომწონს, ძალიან საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ყველაფერი შედრებითია. ბრაზილიაში წასვლამდე, საფრანგეთს ვნახავდი ესპანეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკას ან თუნდაც ავსტრიას.
2014, 7 იანვარი, 20:01
ბრაზილია არ მოგწონთ?
2014, 7 იანვარი, 19:56
მეც იტალიას ვნახავდი პირველ რიგში. შოტნალდიაც საინტერესო ჩანს
2014, 7 იანვარი, 19:50
მე იტალიაში და ბრაზილიაში ვიმოგზაურებდი დიდი სიამოვნებით
0 1 7