სხვა ბელგიელები გაშიშვლდნენ, რათა უფასოდ ჩაეცვათ. 2014, 5 იანვარი, 19:30 როგორც მოგეხსენებათ ყველა მაღაზიას თუ ბუტიკს აქვს თავისი "Sale" (ფასდაკლება), ბელგიის ქალაქ ნამურში მდებარე ერთ-ერთმა წარმატებულმა მაღაზიამ სახელწოდებით Desigual-მა კი იანვარს იტალიური ბრენდების ლიკვიდაცია შემდეგნაირი აქციით დაიწყო- პირველი 100 მსურველი, რომელიც გამოცხადდებოდა მაღაზიასთან პარასკევს ანუ 4 იანვარს საცვლების ამარა, სრულ შემოსვამდე ნებისმიერ სასურველ ტანსაცმელს მიიღებდა უფასოდ. ამის გამგონი მოსახლეობა აჩოჩქოლდა და 3 იანვრის საღამოს ანუ ხუთშაბათს უკვე შეკრებილიყო 400 მსურველი მაღაზიის წინ. არც ისე ადვილია იანვრის ასეთ ყინვის დღეებში საცვლების ამარა იდგე დილის 7 საათიდან რიგში. მიუხედავად ხალხის ზღვა ნაკადისა, მაღაზია ჩვეულ დროს გაიხსნა და ადმინისტრაციამ დანაპირების შესაბამისად პირველ 100-ულს მიანიჭა სპეციალური სანომრე ნიშნები, ხოლო დანარჩენ 300-მდე მსურველს კი ფასდაკლების ვაუჩერები გადასცა რათა გული არ დასწყვეტოდათ. ესეც შიშველი მონაწილეები აქციიდან, რომელსაც დავარქვი- "გაიხადე და ჩაიცვი". 29 13-ს მოსწონს
|