x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ტემზის სანაპიროზე კამერებმა მოჩვენება დააფიქსირეს(+ ნამდვილი ფოტოები)
image-ვინ არის ფოტოგრაფის კამერაზე ახალი წლის ღამეს დაფიქსირებული გამჭვირვალე ადამიანი?

-მოჩვენება?

მსოფლიოში ყველაზე მეტი მოჩვენება ინგლისში ცხოვრობს, თუ ინგლისელები აქცევენ მათ ყველაზე მეტ ყურადღებას? იქნებ ისინი მსოფლიოს სხვა ხალხთან შედარებით, გამოირჩევიან მოჩვენებათა ხედვის განსაკუთრებული უნარით?

გამჭვირვალე ფიგურა დააფიქსირა ფოტოგრაფის კამერამ მდინარე ტემზის სანაპიროზე ახალი წლის ღამეს. ის გამოღმა ნაპირიდან პარლამენტის შენობას გაჰყურებდა. სურათზე ასახულია ადამიანის მკრთალი გამოსახულება, რომელსაც თანამედროვე ტანსაცმელი აცვია. ის ლონდონში ვესტმისტერის ხიდთან ახლოს იდგა.


პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჟიულ ანანმა სურათი ახალი წლის ღამეს გადაიღო. სურათზე გამჭვირვალე გამოსახულება კი მხოლოდ სახლში მისულმა შეამჩნია.image

ჟიულ ანანი აცხადებს: "ასეთი რამ წინათ თავს არასდროს გადამხდენია. ამისი ახსნა უბრალოდ არ შემიძლია. როცა სურათს ვიღებდი იქ არავინ არ იყო. ეს არ არის ორმაგი ექსპოზიცია. სურათი ჩემს ხუთ-ექვს მეგობარს ვაჩვენე, მაგრამ ყველა გაოცდა და ახსნა ვერც ერთმა ვერ შეძლო."image

ჟიულმა კონსულტაცია გაიარა ექსპერტებთანაც. მათ შორის იყო პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ლი რობერტსიც, რომელიც იცნობს ინგლისში დაფიქსირებულ ყველა ასეთ ფაქტს. ის თვლის, რომ შეიძლება იყოს კამერის შეცდომა. სურათზე ასევე შეიძლება ასახული იყოს მოჩვენებაც. "მე ასეთი სურათების 99%-ის ახსნა შემიძლია, მაგრამ მან(საუბარია ჟიულ ანანზე) იპოვა ვიღაც მკვდარი თუ ცოცხალი. ის ამბობს, რომ სურათი ყალბი არ არის და ეს ჩემთვის საუკეთესო სამხილია. ხალხი ხშირად თვლის, რომ მოჩვენება აუცილებლად ვიქტორიანული ეპოქის გამოსახულება უნდა იყოს ქალი ბავშვით, ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მოჩვენება თანამედროვეც ხომ შეიძლება გაჩნდეს? სულები ხომ ზოგი ასეული წლისაა, ზოგი კი ახალი.

რამდენიმე საათში კი 250 000 ადამიანი აკვირდებოდა საახალწლო ფეიერვერკებს, მოჩვენება კი აღარ ჩანს...image

2
91
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
91
  
2014, 5 იანვარი, 15:33
ვაიმე ამ სტატიის ნახვისას გამახსენდა ერთი ისტორია...........ჩვენ ბინაში ჩემმა მეგობარმა გოგომ თავი მოიკლა ჩემს სართულზე(ჩემი კარის მეზობელი იყო)იმის მერე ხშირად მესიზმრებოდა მაგარამ არასოდეს მეკონტაქტებოდა....რაღაც მოწყენილი და იდუმალი იყო...ერთი წელი გრძელდებოდა დაძინების მეშინოდა ხოლმე....ბებიაჩემი ფსიქოლოგია და მეუბნებოდა გარდატეხის ასაკში ეს ჩვეულებრივი მოვლენააო და მამშვიდებდა ხოლმე.... ბოლოს როცა ვნახე ვეხვეწებოდი ვტიროდი და მითხრა ამ სამყაროში ჩავრჩი და ვეღარსად მივდივარო და მტხოვა ხვალე 12 საათზე იმ ადგილას დადექი სადაც თავი მოვიკალიო. ძალიან შემეშინდა მაგრამ დავდექი ჩემდა გასაკვირვად არაფერი მომხდარა, ამ ამბის შენდეგ 3 ჯერ თუ 4 ჯერ ვნახე. თურმე ადამიანი რომელიც თავს იკლავს ხშირად რჩება ამ სამყაროში იმიის გამო რომ მას არ აქვს სხვა ცოდვა...არც სამოთხე იღებს და არც ჯოჯოხეთი...ეს გოგოც ასეთივეა ჩემი აზრით მემგონი მართლა თავი მოიკლა:))
2014, 5 იანვარი, 0:49
:(( ალბათ ვინმემ თავი მოიკლა და...მე ვიცოდი რომ პრაღაში იყო ყველაზე მეტი მოჩვენება
0 1 2