საზოგადოება მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მერი. 2014, 4 იანვარი, 20:25 იყო პოლიტიკოსი არ ნიშნავს იმას- უნდა განდიდდე, რაც სამწუხაროდ ბევრს ემართება; უნდა უყურო ხალხს ზევიდან; უნდა იყო ყოველთვის სერიოზული და გადადო გვერდზე პირადი ცხოვრება. პოლიტიკა იმდენად ბინძური საქმეა, რომ პირადათ მე მასზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა დღევანდელი სტატია პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში არ შევარჩიე, უბრალოდ მინდა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მერის შესახებ გამცნოთ. ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკის მერი Iona Gnarre გამოირჩევა, როგორც ყველაზე უჩვეულო, რაც შემდეგში მდგომარეობს: მას არასოდეს დაუმთავრებია უნივერსიტეტი, წარსულში იყო კომიკოსი- ემსახურებოდა თეატრს, პარალელურად კი ტაქსაობდა და შემჩნეულია როკ-ჯგუფ "Dripping noses"-ს წევრად.
Iona Gnarre-ემ 2010 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით "Best Party" (საუკეთესო პარტია) და ასეთი სახით გამოჩნდა პოლიტიკაში, ხოლო ექვსი თვის შემდეგ კი გაიმარჯვა არჩევნებში. იგი დაიბადა 1967 წლის 2იანვარს. თეატრალური ნიჭისა და განათლების წყალობით იყო პაროდიის ცნობილი მსახიობი. შებყრობილია 21-ე საუკუნის სენით- ვერ ძლებს ინტერნეტის გარეშე: მისი ქალიშვილი მარგარეტი ფიტნეს მოდელი და სპორტ Taekwondo-ს მასტერ სპორტსმენია შავი ქამრით. მერს ძალიან უყვარს ცხოველები და გართობა: გნარს ჰქონდა დისლექსია (კითხვის უუნარობა), რაც ADHD-ს სინდრომს წარმოადგენს. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ სამკურნალო პროგრამაში, გადალახა კიდეც იგი და გამოაქვეყნა სტატია თუ როგორ დააღწიოს ამ დაავადების მქონე ადამიანმა თავი. ესეც მისი პარტიის "Best Party"-ის ლოგო: აი, ასეთი მრავალფეროვანი, მხიარული და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა ისლანდიის, კერძოდ კი ქალაქ რეიკიავიკის მერი Iona Gnarre. 79 12-ს მოსწონს
|