x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
გოგონამ ორსულობის შესახებ მხოლოდ მშობიარობის დროს გაიგო.
რისი მომსწრე არ გამხდარა ადამიანი და ალბათ უკვე მსგავსი შემთხვევები გაკვირვებისა და აღფრთოვანების მომტანი აღარ არის. რამდენად გაგაოცებთ ის ფაქტი, რომ ქალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მშობიარობის დროს გაიგო? ვინმე, 22 წლის Nadia Watson-მა სწორედ რომ ორსულობის შესახებ მშობიარობის დროს გაიგო, გაეღვიძა რა შუა ღამეს სამშობიარო ტკივილებით. მისმა შემზარავმა ყვირილმა კი მეზობლები შეძრა და მეგობარი ბიჭი Lewis McSweeney, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა კვლავ განაგრძობდა ღრმა ძილს. ერთ საათიანი ტკივილების შემდეგ ქვეყანას მოევლინა წონით 3, 2 კგ-ნი გოგონა. სასწრაფო დახმარება და პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც მეზობლებმა გამოიძახეს მალევე მოვიდნენ. მხოლოდ ამ ქაოსის შემდეგ გაეღვიძა ლევისს, რომელსაც ახარეს შვილის არსებობა, თუმცა გავიდა ოთახიდან და ძილი განაგრძო. დედა-შვილი თავს კარგათ გრძნობდა, მაგრამ მაინც სასწრაფო დახმარებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში გამოკვლევებზე.


მოგვიანებით კი ლევისმა განაცხადა- "მემგონი ყოველ დღე არ ხდები ღირსი ასეთი სიურპრიზების, ადვილი ხომ არ არის გეღვიძება ერთ ღამესაც და ხელში გაჩეჩებენ ბავშვს და გეუბნებიან, რომ ის შენი ქალიშვილია, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, რაც რამოდენიმე დღე გამიგრძელდა".

image


"განა შეიძლება ორსულობის შესახებ მხოლოდ მშობიარობის დროს გაიგო? მე არანაირი სიმპტომი არ მქონია რაც დამაეჭვებდა ჩემს ორსულობაში, ტანსაცმელიც კი ჩვეული მეცვა და არა საორსულო, უბრალოდ წელის ტკივილი და დაჭიმულობა მქონდა, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ესეც ჩემს სამსახურს მივაწერე, ვინაიდან დიდხანს ფეხზე დგომა მიწევდა ხოლმე"- ამბობს ნადია.



ესეც დაუპატიჟებლად მოვლენილი პატარა:

image

image


9
1012
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1012
  
2014, 11 იანვარი, 2:58
რა ლამაზი ბავშვია დედა კიდე რას გავს მამას გავს უეცველი პატარა
2014, 11 იანვარი, 2:56
და ბავშვის მამა იცის ვინა? ან მუცელია რ ეზრდებოდა ? :O
2014, 4 იანვარი, 14:09
ხოდა ისევ და ისევ ქალს მართებს ჭკუას ცოტა წიხლი მიაჭიროს და იმ ჩარჩოებს არ გასცდეს, რომელიც მერე სანანებლად გაუხდება. გამამტყუნეთ თუ გინდათ, ვიცი მსგავსი ბევრი შემთხვევაა, მესმის ასეთი გოგონების, მაგრამ არანაირად არ ვამართლებ.
2014, 4 იანვარი, 14:09
ყოველთვის მიკვირს ამ ქალების,როგორ ვერ გრძნობენ ვერაფერს?
2014, 4 იანვარი, 14:05
ჩემმა მეგობარმაც არ იცოდა (გათხოვილი არ იყო) და ტკივილები რომ დაეწყო და უთხრეს მშობიარობა გექყებაო გამოშტერდა ლამის,არც მუცელი ქონდა... მამამ როგორც ხდება ხოლმე შვილზე უარი თქვა და 2კვირაში ამ ამბიდან ცოლი მოიყვანა...ასეთი ნაგავია ზოგიერთი
2014, 4 იანვარი, 13:33
კი, რამდენიც გინდა, ჩემი რძლის დამაც, არ იცოდა 8 თვე ორსულად რომ იყო, ეხლახანს გაიგო და სადაცაა იმშობიარებს :)
2014, 4 იანვარი, 13:17
გამიმია მსგავსი შემთხვევების შესახებ, TLC არხზე გადის გადაცემა: " ია ნე ზნალა ჩტო ბერემენა"
2014, 4 იანვარი, 12:40
:))) სირპრზიც ამას ქვია მეტი კარგი რაღაა
2014, 4 იანვარი, 12:39
მეც წავიკითხე და დაუჯერებლად მომეჩვენა. :))
0 1 9