x
image
K.P.
რა სიურპრიზი მოუწყო შორენა ბეგაშვილს ქალიშვილმა საახალწლოდ?

imageცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მუდამ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებს. მას პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმაეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. შორენას შვილთან ურთიერთობისთვის ბევრი დრო არ რჩება, ყოველთვის ცდილობს თან ატაროს. სამწუხაროდ ევაზე მხოლოდ დედა ზრუნავს, მამასთანაც აქვს ურთიერთობა, მაგრამ იგი ფინანსურად დედა-შვილს არ ეხმარება. image

შორენას მტკიცებით ევა ძალიან თბილი და გულწრფელი ბავშვია, მე ძალიან მგავსო. ის ჩვეულებრივი გოგოა და ამჟამად მისი მთავარი საქმიანობა სკოლაა. შორენა ცდილობს ქალიშვილი გაანებივროს, მაგრამ გათავხედებული ბავშვები არ უყვარს, ამიტომ ცდილობს ზედმეტი არ მოუვიდეს. მისთვის ქალიშვილის ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია და ცდილობს კარგი დედა იყოს.

როგორც წესი საახალწლოდ ბავშვებს საჩუქრებს თოვლის ბაბუა, სანტა ან მშობლები ჩუქნიან. ევამ კი გადაწყვიტა დედისთვის სიურპრიზი მოეწყო. გოგონამ დედას საახალწლოდ საჩუქარი აჩუქა, მისალოცი ბარათით. შორენა სიურპრიზმა ძალიან გაახარა, რის აღსანიშნავადაც მან ფოტოც ატვირტა სოციალურ ქსელში. imageimage
image

1
518
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
518
  
2014, 4 იანვარი, 0:40
საყვარლები
0 1 1