x
image
K.P.
როგორ ცხოვრობს მამის გარდაცვალების შემდეგ სოფო ნიჟარაძე?

imageყველასათვის საყვარელ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სულ ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა, რის გამოც იგი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" გამოეთიშა. სოფო და მისი მეწყვილე, რამაზ ლაზარიშვილი ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი გახლდათ. მომღერალი შეთავაზების მიუხედავად პროექტში აღარ დაბრუნებულა. სოფო აქტიურად ჩაერთო საახალწლო კონცერტებსა თუ გადაცემებში. მომღერალმა დამდეგი ახალი წელიც მოგვილოცა: "გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ, ვისურვებდი, რომ ახალი 2014 წელი ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის მომტანი იყოს თითოეული თქვენგანისთვის და რაღა თქმა უნდა, ვისურვედი, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან, გაერთიანებულ, დემოკრატიულ, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში და ბოლოს, გიყვარდეთ ერთმანეთი."image

17 იანვარს კი სოფო აზერბაიჯანში იქნება. ქართველები ბაქოში სპექტაკლ "ვერის უბნის მელოდიებს" წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ სოფოს მამა 28 ნოემბრს გარდაეცვალა. კახა ნიჟარაძე არ ავადმყოფობდა, ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფოს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებულად უყვარდა. გასულ ზაფხულს მამა-შვილი დასასვენებლად ერთად იყვნენ და შესანიშნავი დროც გაატარეს.imageimage

0
1490
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0