სხვა ქალები მამაკაცებზე უფრო ლაღნი აღმოჩნდნენ სექსში! 2012, 5 მაისი, 23:38 მკვლევარები საოცარი აღმოჩენის წინაშე აღმოჩდნენ, სექსუალური თავგადასავლები და ადრენალინი სექს-ექსპერიმენტები უფრო დამახასიათებელი აღმოჩნდა ქალებისთვი, ვიდრე მამაკაცებისთვის!
ონლაინ-გამოკითხვების შედეგად, რომელიც მოეწყო 1500 მამაკაცსა და 2000 ქალს შორის, დადგინდა, რომ სუსტი სქესი უფრო ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს საწოლში და ახდენს ფანტაზიის რეალიზებას, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ეს კი იმასაც გულისხმობს, რომ ქალები უფრო გახსნილები არიან სექსში, ვიდრე მამაკაცები. გასაკვირი აღმოჩნდა ის გარემოებაც, რომ გამოკითხული ქალების მონაცემებით, მათი სითამამე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სუპერ ეროტიკულ საცვლებს, სექსს ამჯობინებენ სინათლის შუქზე და ხშირად ამ საქმისთვის სრულიად შეუფერებელ ადგილებში. კიდევს ერთი საოცარი ფაქტი ისაა რომ, ქალებს უფრო მეტად და უფრო ხშირად ჰქონდათ სექსის მოთხოვნილება, ვიდრე მამაკაცებს. ყოველი მეორე პასუხობდა, რომ ისინი პარტნიორთან ერთად უცქერენ ეროტიულ ვიდეოებს. ზემოთ აღწერილმა მონაცენებმა ბევრი გააოგნა. მაგრამ მეცნიერები უძებნიან ახსნას ამ მოვლენებს - ათასწლეულების განმავლობაში ქალების აღზრდა-განვითარება ხდებოდა გარკვეული შეზღუდვებით და ყუმბარა ადრე თუ გვიან უნდა გამსკდარიყო! სხვათა შორის, გამოკვლევებმა ისიც უჩვენა, რომ ურთიერთობებში ქალებს უფრო ადვილად ბეზრდებათ პარტნიორში, ვიდრე კაცებს. თუმცა სექსით კმაყოფილებას ქალები უფრო გრძნობენ, ვიდრე კაცები. ქალების 25%-მა, რომელთაგან 50% გათ ხოვილი იყო, აღიარა, რომ მათ მიერ ჩადენილი ღალატის მიზეზი გახდა მობეზრებული პარტნიორი, ხოლო ყოველი მეორე ქალი მზად იყო განეცადა რაღაც ახალი, სექსუალური ცხოვრების გასახალისებლად! 164 2-ს მოსწონს
|