შოუბიზნესი ანა ხანჩალიანი სომხური "Voice"-ის გამარჯვებული გახდა 2013, 30 დეკემბერი, 0:00 ანა ხანჩალიანი საზოგადოებამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. პროექტის ფინალში მოხვდა, მაგრამ გამარჯვებულის სტატუსი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით 2011 წელს ანი ჯგუფ "Candy"-ს შემადგენლობაში ევროვიზია "ჯუნიორის" გამარჯვებული გახდა და საქართველოც ასახელა. ანა წარმოშობით სომეხია, თუმცა თბილისში იზრდება. უკვე 17 წლისაა, ჭორების ქარ-ცეცხში იშვიათად ტრიალებს. მისი ძირითადი საქმიანობა სიმღერა და სწავლაა. ანიმ სულ ცოტა ხნის წინ სომხურ "Voise"-ში მონაწილეობა გადაწყვიტა, შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა, შემდგომ რამდენიმე მრწვთნელის მობრუნებაც შეძლო. ნიჭისა და დაუღალავი შრომის წყალობით კი გოგონა ფინალში მოხვდა, ყველაზე მეტი "სმს" მიიღო და "Voice"-ის გამარჯვებულიც გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინალში ანა ხანჩალიანმა ამავე პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებულ მაშა მნჯოიანთან ერთად იმღერა. წყვილმა სიმღერა "when you believe" შეასრულა ჟიურისა და მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურა. შედეგმაც არ დააყოვნა ანა ხანჩალიანი სომხური "Voice 2013"-ის გამარჯვებული გახდა. სოციალურ ქსელებში მილოცვები არ წყდება, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები და გულშემატკივრები ანას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ. ჩვენც ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 517 5-ს მოსწონს
|