x
არჩევნებიდან არჩევნებამდე

ყოველთვის, როდესაც ქართულ
რეალობაში მოიწევს დღე არჩევნებისა, ალბათ არ იქნება უცხო თუ ვიტყვი, რომ ტელეეკრანებზე
და არა მარტო იქ, ყველაზე ხშირად სწორედ პოლიტიკოსებს ვხედავთ. ამას ისინი არ აკეთებენ
მხოლოდ იმისთვის, რომ თვალი შევავლოთ და გავიგოთ ვის სურს გახდეს ლიდერი(თუმცა კანდიდატების
მრავალრიცხოვნობის გამო დღეს ესეც მნიშვნელოვანია),
არამედ ისინი წინასწარ გაწერილი გეგმით ხელმძღვანელობენ
და ცდილობენ აუდიტორიის, თუ გნებავთ საზოგადოების კეთილგანწყობის, პატივისცემის და რაც
მთავარია ნდობის მოპოვებას.საინტერესოა, მაინც
როგორ ახერხებენ ამას?რა თქმა უნდა, როგორი არაჩვეულებრივი პოლიტიკური კამპანიაც
არ უნდა ჩაატარო, თუ პოლიტიკური წარსული არ გაქვს დადებითი, თუ ხალხმა არ იცის ვინ
ხარ და რას წარმოადგენ(გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ერი მზად არის აირჩიოს ნებისმიერი
სხვა ოღონდ არა ძველი) ძნელია მიაღწიო მიზანს ცარიელი სიტყვებით, რომელსაც საყრდენი
არ აქვს და რომელზეც გინდა დააშენო მთლიანი სახლი.თუმცა პოლიტიკურ წასრულთან ერთად
კარგად გაწერილი პოლიტიკური რეკლამა საწინდარია წარმატებული შედეგისა .საკმარისია წინა
საარჩევნო პერიოდში თავი ოდნავ მიაბრუნო, რომ ყველაგან პოლიტიკურ რეკლამას დაინახავ:ტელევიზეიბსა
თუ ჟურნალ-გაზეთებში, ბანერებსა თუ ხეებზე, ელექტრონულ
მედიასა თუ სოცილაურ ქსელებში.ისინი ყველგან არიან.პოლიტიკოსები საკუთარი სახსრებიდან
ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ, რათა რეკლამირება გაუკეთონ საკუთარ საქმიანობას.დადიან
რეგიონებსა თუ სოფლებში და ხვდებიან ხალხს, ისმენენ მათ თხოვნებსა და გასაჭირს, სტუმრობენ
მარტოხელა პენსიონრებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.თითქოს
მანამდე სულ არ არსბობდა ეს პრობლემები. მათთან
გულღია საუბრები, რომლებიც სითბოსა და სიყვარულს ავლენენ დიდ როლს თამაშობს მათ რეკლამირებაში
და ფსიქოლოგების აზრით მათი დადებითი იმიჯის შექმნაში ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური საშულებაა.ამ
მხრივ გამონაკლისი არც ამა წლის 27 ოქტომბრის
საპრეზიდენტო არჩევნები იყო.წინა საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ 2013წლის 1 ივლისს დაიწყო და პოლიტიკურმა ლიდერებმაც მაშინვე
დაიწყეს განცხადებების, წარწერების, სურათების დამზადება, სიტყვით გამოსვლები, პრობლემების
გადაჭრის გზების ძიება ჩვენი ხალხის ცხოვრების დონისა და პირობების გასაუმჯობესებლად .საკმაოდ ცხელი 3 თვე იყო.პრეზიდენტობის მსურველიც
ბევრი გვყავდა.სულ 23 რეგისტრირებული კანდიდატი,
რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დანარჩენ მსურველებზე, რომლებიც გარკვეული ხარვეზების გამო
არ დაარეგისტრირეს, მაგრამ განა მარტო სურვილი საკმარისია?ეგ რომ საქმეს შველოდეს...
27 ოქტომბერს სრულიად საქართველომ, ქართველმა ერმა, ერთიანი ძალებით აირჩია ქვეყნის
პრეზიდენტი.


არჩევნების მღელვარებამ უკვე
გადაიარა.თუმცა ქართველი ერი კვლავ დადგება არჩევნის წინაშე, კვლავ დაიწყება წინასაარჩევნო
ციებცხელება, კვლავ დაიფანტება ქუჩები ლიდერების პლაკატებით, გაისმება პოლიტკოსთა მოწოდებები, და ჩვენც კვლავ დაველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო
გაბრწყინდება...






ავტორი:ქეთევან უგლავა

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0