კულტურა სილამაზე აფრიკულად. 2013, 26 დეკემბერი, 13:40 საჰარის უდაბნოს სამხრეთით, 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ფოტოგრაფმა ჯონ კენიმ გადაწყვიტა შეეგროვებინა ფოტო–კოლექცია “აფრიკელი ადამიანი“, რომელიც მაისში, ლონდონში გამართული მისი გამოფენის თემა იყო. მას ასახული აქვს აფრიკული სილამაზე, საიდანაც რამდენიმე სურათს გთავაზობთ. მას ძირითადად ასახული ჰყავს ეთიოპიელი, კენიელი და ნიგერიელი ქალები თავიანთ ტრადიციულ სამოსში, რაც მათ შინაგან სამყაროზე ერთი შეხედვისთანავე მეტყველებს.თითოეული ქსოვილი, თმის ვარცხნილობა, მძივი, ფერები, სპილენძის ბეჭედი, მეტყველებს მათ ყოველდღიურობასა და კრეატიულობაზე. მათთვის დამახასიათებელია სიშიშვლე. მკერის ან სხეულის სხვა ადგილების გამოჩენა. ეს მათთან ჩვეულებრივი მოვლენაა. ძალზედ საინტერესოა მათი ადათ–წესები და ტრადიციები. ისინი ერთი შეხედვით ცივილიზაციას არიან ჩამორჩენილები და პირველყოფილი ადამიანებივით აზროვნებენ, ცხოვრობენ. მათთვის უცხოა თანამედროვე ტექნოლოგიები და მიღწევები, მაგრამ მათ აქვთ წარმოუდგენლად დახვეწილი გემოვნება, რაზეც მათი სამკაულები და ნაკეთობანი მოწმობს, რაც რა თქმა უნდა ხელით არის შექმნილი. მათი ვარცხნილობები კი ყველას აოცებს. სამბურუ არის ყველაზე ფერადი კენიის ტომი. თავიანთ ენაზე ეს სახელი ნიშნავს პეპელას. ეთიოპია : ეს უცნაური წესი კი მათთვის სილამაზის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ნიანგატომი, ეთიოპია. ანგოლა : კენია : ტურკანა, კენია. ვოდააბი, ნიგერია : 366 13-ს მოსწონს
|