x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135688
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
პირველი ეკონომიკური კრიზისი
თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ განვითარებას პერიოდულად ხელს უშლიდა და აბრკოლებდა სხვადასხვა ერთმანეთისაგან რადიკალურად

განსხვავებული თუ ურთიერთმომცველი მიზეზები, რაც საზოგადოების ყოფისა და ცნობიერების სხვადასხვა ასპექტის დაქვეითების საფუძველი ხდებოდა. ეკონომიკური კრიზისი
XXსაუკუნემ, რომლესაც თავისი ისტორიული შინაარსით შეგვიძლია ომების ეპოქა ვუწოდოთ, ძლიერ დათრგუნა იმდროინდელი საზოგადოების სოციალური, მატერიალური და ფსიქოლოგიური ყოფა. ის სამუდამოდ ჩაეწერა მსოფლიო ისტორიაში როგორც ძალმომრეობის ხანა.

თუ თვალს გადავავლებთ XIX- საუკუნეს, ცალსახად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სამამულო ომის ალტერნატივა თავისი შინაარსით უკვე არსებობდა, მას მხოლოდ გამოსახვის სხვა ფორმა ჰქონდა მიღებული და ეკონომიკურ კრიზისებად გვევლინებოდა.


ეკონომიკური კრიზისი არის ეკონომიკური ციკლის შემადგენელი ფაზა, ისევე როგორც პიკი, ფსკერი თუ აღმავლობა.კრიზისების წარმოშობა ეკონომიკური კანონზომიერებაა და მისი გვერდის ავლა ეკონომიკური კვლავწარმოების პირობებში შეუძლებელია. ის წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელ თვისებას და შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელ ატრიბუტსაც, ვინაიდან მას ზოგჯერ პოზიტიური ეფექტებიც აქვს.ეს არის ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური გაჯანსახების, ინოვაციური პროცესების აუცილებელი დაჩქარების, მაკოეკონომიკური მართვის ახალი მეთოდების შემუშავების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და სამუშაო ადგილების შექმნის საბიუჯეტო სტიმულირების, მართვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, თავისუფალი ფასწარმოქმნისა და კონკურენციის ხელშემწყობი პირობა.

კრიზისების ფენომენმა სათავე XIX-საუკუნის პირველი ნახევრიდან აიღო. ის პირველ ეტაბზე ყოველ რვა-ათ წელიწადში ერთხელ მეორდებოდა ხოლო გასულ საუკუნეში ეს პერიოდი შედარებით გახანგრძლივდა.

მსოფლიო ეკონომიკისთვის პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო გასული საუკუნის 30-ანი წლების ეკონომიკური კრიზისი.როგორც წესი, მსხვილი ეკონომიკური მასშტაბების მქონე ქვეყნები ამ მოვლენით უფრო ზარალდებოდნენ ვიდრე განვითარებადი ტემპის მქონენი. იმ დროისათვის აშშ წარმოადგენდა ეკონომიკურად წამყვან, განვითარებულ სახელმწიფოს და კრიზისმაც თავი მისი ეკონომიკის წიაღიდან იჩინა.ამის მიზეზად მიჩნეულია დაბალი მსყიდველობითუნარიანობის გამო წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ვარდნა, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით საქონლის გაუსაღებლობა.ამას მოჰყვა დიდი სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო კომპანიებია და მსხვილი საბანკო სტრუქტურისმასობრივი გაკოტრება.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ზაურ ფოფხაძე
ზაურ ფოფხაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0