x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135709
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ძიძად შენიღბული მეძავი.

image

"რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია".

ამას წინათ, შეყვარებულთან ერთად პარკში ვსეირნობდი, სადაც ძიძებს პატარები გამოეყვანათ და სუფთა ჰაერზე დაატარებდნენ. მათ ცქერაში ისე გავერთე, რომ იქვე სკამზე დავსხედით და ჩემდა უნებურად, ძიძების საუბარს ყური მივუგდე. გაცხარებული ქალები ერთ-ერთ ძიძაზე ჭორაობდნენ: - უნამუსო, ოჯახის წევრად მიიღეს, ენდნენ, ბავშვის დედა არაფერს აკლებდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, - გასათხოვარი გოგო ხარ, გამოპრანჭულმა უნდა იაროო და თავისი ძვირად ღირებული ტანსაცმელი აჩუქა. იმან კი ბავშვის მამას დაადგა თვალი... ისე აურია კაცს გონება, ოჯახი მიატოვებინა და ახლა მისგან შვილს ელოდებაო...

ასეთი ამბავი არაერთხელ მსმენია. სამწუხაროდ, ყველას როდი უმართლებს ძიძის არჩევანში. როგორია? "სანაქებო აღმზრდელს" თითით საჩვენებელ ოჯახში შეიყვან და კეთილდღეობას, ოჯახურ იდილიას ემშვიდობები...

აი, რას ჰყვება მსგავსი სიტუაციის მსხვერპლი, გამწარებული ცოლი.

ქეთი: - ნიკუშა 4 თვის იყო, იძულებული რომ გავხდი, სამსახურს დავბრუნებოდი. ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა. დედა და დედამთილი მუშაობდნენ. ვერ დავავალდებულებდი, ჩემი შვილის გამო შინ დამსხდარიყვნენ. გადავწყვიტე, ძიძა მომეძებნა. ერთ საღამოს მეზობელი შემოვიდა, კარგ გოგოს ვიცნობ, უცხოეთში უვლიდა ბავშვებს. აქ კი სამსახურს ვერ შოულობსო. ასე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში თამილა. გარეგნულად არაფრით განსაკუთრებული, ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდა. არ ვიცოდი, როგორ ამომერჩია ძიძა, რა ნიშან-თვისებით დამედგინა მისი ავკარგიანობა. ვიფიქრე, მეზობელმა მირჩია, ეს გოგოც არ ჩანს ალქაჯი-მეთქი და ჩავაბარე ჩემი შვილი. დილით 8-დან საღამოს 7 საათამდე უნდა ყოფილიყო ბავშვთან. ორი თვე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ბავშვი კარგად მოვლილი მხვდებოდა, სახლი მოწესრიგებული, ვახშამი გამზადებული. მადლიერი ვიყავი, მიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებს ყველაფერს, მართლაც პროფესიონალი ყოფილა-მეთქი...

ორი თვის შემდეგ ჩემი ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს - კომპანია, სადაც ზაზა მუშაობდა, გაკოტრდა... თამილას ახლა უკვე ქმარსაც ვუტოვებდი მოსავლელად. ორ კვირაში ყველაფერი ყირაზე დადგა - ბავშვი გაღიზიანებული მხვდებოდა, სახლი დაულაგებელი, სამზარეულოში სრული ქაოსი იყო. კარს თამილა მიღებდა და ისეთი სახით მხვდებოდა, თითქოს მე ვიყავი უცხო და ის მასპინძელი. ზაზასაც ვეღარ ვცნობდი, მოხვედი, ქეთუშ, - გაიღრიჭებოდა და ამით შემოიფარგლებოდა ჩემთან ურთიერთობა. თამილას კი შინაურულად, ძალიან თბილად ელაპარაკებოდა: ლუდი მომიტანე, თამო, აუ, ეს გამიკეთე, ის გამიკეთეო...

თითქოს დიდი ხნის ახლობლები იყვნენ. მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა. შინ დაბრუნებულს ატირებული ბავშვი, სიგარეტით გაბუღული ბინა და მაგიდაზე არყის ბოთლები რომ დამხვდა, ვიფეთქე, რა ხდება ზაზა-მეთქი! ბიჭები იყვნენ და დავლიეთო. ისე მიპასუხა ტელევიზორის პულტმომარჯვებულს, არც კი შემოუხედავს. მერე ისევ თამილას გასძახა, თამოოო. ისიც სამზარეულოდან მინაზებული გამოვიდა და თბილად უპასუხა, ჰო, ზაზ, რა მოგართვაო, მე კი არც შემომხედა, არაფრად ჩამაგდო. ვეღარ მოვითმინე და ვუკივლე, შენი სამუშაო საათები ამოწურულია, რას ჰგავს აქაურობა, ბავშვი რა დღეშია, რაში უნდა გადაგიხადო ფული-მეთქი?! ხმა არ ამოუღია, ზაზას გახედა... ის კი პულტს ნერვიულად ათამაშებდა... დილამდე თავისუფალი ხარ, გავუმეორე მკაცრად და ის ქალბატონიც წამებში აორთქლდა. ზაზა დუმდა... მივალაგე ყველაფერი, ბავშვს მივხედე და დაქანცული მივეგდე. ზაზას უკვე ეძინა. იმ საღამოს საერთოდ არ დამლაპარაკებია. ბოლო დროს ჩემი ქმრის გაცივებულ გრძნობებს უმუშევრობას ვაბრალებდი და ვცდილობდი, არ შემეწუხებინა. იმ საღამოს მივხვდი, რომ ზაზა არ ჰგავდა უმუშევრობით ნირწამხდარს, მისი სიცივეც არ იყო ოჯახზე დარდით გამოწვეული. დილით თამილა რომ მობრძანდა, გავაფრთხილე, თუ შინ უწესრიგობა დამხვდებოდა და ბავშვს არ მიხედავდა, იძულებული გავხდებოდი, სხვა ძიძა მომენახა. ხმა არ ამოუღია, თავდახრილი მისმენდა...

მალე მართლაც მოწესრიგდა ყველაფერი, მაგრამ ზაზა ძალიან გაცივდა. ცოტა ხანში ახალი სამსახური გამოუჩნდა. ის და თამილა ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდნენ და ეჭვიანობის საფუძველიც არ მქონდა. თან თამილა არ იყო ისეთი გარეგნობის ქალი, რომ მასში მეტოქე დამენახა. რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია და კინაღამ ოჯახი დამინგრია.
თურმე საღამოობით თამილას ჩემი ქმარი აკითხავდა მანქანით და ჯანდაბაში მიდიოდნენ ერთად. არ ვიცი, ეს უბედურება რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა ჩემი დედამთილის მოულოდნელი სტუმრობა. დაუნახავს, როგორ ჩაუჯდა მის ზაზას ძიძა მანქანაში. სუფრა რომ გავშალე, მითხრა, ალბათ, ზაზაც მალე მოვა, დაველოდოთო. ეგ გვიან მოდის-მეთქი. არა მგონია, დავინახე, ძიძა ჩაუჯდა მანქანაში, მიიყვანს და მალე მოვაო. გულმა რეჩხი მიყო... იმ ღამით დედამთილი ჩვენთან დარჩა. ზაზა გამთენიის ხანს დაბრუნდა... მოკლედ, ლეილა დააეჭვა შვილის ქცევებმა. ძიძის ვინაობა გაიკითხა. აღმოჩნდა, რომ ის არაქალი გერმანიიდან იმიტომ გამოადეპორტეს, იქაც ოჯახების დანგრევით ყოფილა დაკავებული... მეორე დღეს რეკომენდატორი მეზობლის თანდასწრებით თამილას სამუდამოდ ამოვაკვეთინეთ ფეხი ოჯახიდან, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ იმ უზარმაზარ სტრესს, რაც მის გამო შემხვდა. ქმარი ძლივს მოვაბრუნე საჩემოს.

17
80
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
80
  
2013, 26 დეკემბერი, 11:45
მასეა რეზო, თუ არ ვჭირდები, შესაბამისად არც მე მჭირდება, გზა ფართოა...
2013, 25 დეკემბერი, 20:37
ნამდვილად
2013, 25 დეკემბერი, 19:05
შეგნებული ქალი ძიძასაც გააგდებდა სახლიდან და ქმარსაც მიაყოლებდა )
2013, 24 დეკემბერი, 21:38
ნამდვილად... გეთანხმები,,,, ქალს როგორი კაციც გეყოლება გვერდით ისეთი იქნები...
2013, 24 დეკემბერი, 21:33
შეიძლება მეათეხარისხოვანიც გახდეს. საერთოდ ადამიანს მეორე ნახევარი ძალიან ცვლის,ძალიან კიარა რადიკალურად... ან ფრთებს შეგასხამს და გაგაფრენს,ან იმასაც დაგაჭრის რაც აქამდე გქონდა :) ასე სასტიკი ცხოვრებააა... ყველას დამსახურებისამებრს უნდა მოექცე.რუსებს აქვთ ერთი მაგარი გამოთქმა какой привет такой ответ
2013, 24 დეკემბერი, 21:28
აბა რაა... ჩემს თავს ვერაფრის დიდებით ვერ დავაჩაგრინებ ვინმეს.... ასეთ სიტუაციაში სიყვარული მეორე ხარისხოვანია ჩემთვის... ისედაც კი მასე მაგრამ მაინც...
2013, 24 დეკემბერი, 21:25
არც უნდა მოითმინო,შეიძლება იმ დროს და იმ მომენტში ვერაფერი გააკეთო მაგრამ დრო ყველას გვაძლევს შანსს რომ ვანანოთ ადამიანებს ის რაც გაგვიკეთეს და ვერ დაგვაფასეს... შემართებაა მთავარი და იმედი იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება :)
2013, 24 დეკემბერი, 21:21
პირიქით სიმართლე თქვი... შაბათს სოფელში ვიყავი ჩასული და დილით ბებო მეუბნება შენც გაიგე ჩხუბის ხმაო? თურმე მეზობელს ცოლი უცემია, ცოლი რომელიც უზრდის ორ შვილს და თან თავის მუქთახორა ქმარს აჭმევს,.,, ეს როგორ შეიძლება?! ჩემამდე არ დადის... მართალია არ ვიცი მომავალში რა მელოდება, დედაჩემი მაფრთხილებს ხოლმე ცხოვრება ისეთია შენზე ბევრად ძლიერებიც დაუჩოქებიაო და ფრთხილად იყავიო, მაგრამ ზუსტად ვიცი ასეთ რაღაცას ვერ მოვითმენ
2013, 24 დეკემბერი, 21:17
მართალი ხარ..შეიძლება წლები გიყვარდეს ადამიანი მაგრამ თანაცხოვრების დროს ისეთი აღმოჩნდეს აზრადაც რომ არ მოგივიდოდა.დაზღვეული არავინაა ამიტომ კარგი ვარიანტია ჯერ ერთმანეთს შეეგუონ...და "მომთმენ" "მორჩილ" ცოლებს რაც შეეხებათ რაც მეტს პატიობენ მით მეტს უკეთებენ კაცებიც :) და ჭკუიდან მჭრის კიდე რომ იტყვიან კაცს ყველაფრის უფლება აქვსო! გუშინ მითხრა მეზობლის ქალმა და მეთქი შენ რო ეგრე იძახდი შენი ქმრის წინაშე იმიტომ აძლევდა ამდენის უფლებას თავის თავს,შენ გაგიმწარა ცხოვრება და დაგტოვა ეგრე მეთქი (გარდაცვლილი ყავს)... ტყუილი ვთქვი რამე?
2013, 24 დეკემბერი, 21:13
მეც მაგ აზრზე ვარ კაროლინა... და არ მესმის იმ ქალების რომლებიც ამბობენ მიყვარს და არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება,.,, ჩემი აზრით სიყვარული კი არა მონობაა უკვე ეგ, რომ ქმარი საყვარლებში დარბოდეს და მაინც მასთან რჩებოდე. ამიტომ მომხრე ვარ, რომ რადგანაც ჩვენი რელიგია გვიკრძალავს ქორწინებამდე "მრუშობას" , პირველი ორი წელი შვილი არ იყოლიოს წყვილმა და გაარკვიონ შეუძლიათ თუ არა თანაცხოვრება, ამით ნერვებიც მწყობრში ექნებათ და ბავშვებსაც არ დაუზიანებენ ფსიქიკას...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10