ქალი და მამაკაცი რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა ფერის თვალი? 2013, 24 დეკემბერი, 13:50 ბევრი საოცარი და უჩვეულო მოვლენის მატარებელი გახლავთ ადამიანი და ეს ყველა თქვენგანმა ძალიან კარგათ იცის. დღევანდელ სტატიაში კი მინდა სხვადასხვა ფერის თვალის მატარებელ ჰეტეროქრომიის სინდრომის მქონე ადამიანებზე გესაუბროთ. ეს სინდრომი ძირითადად პიგმენტი- მელანინის ნაკლებობით ან გენეტიკური ფაქტორით არის გამოწვეული. ამ, ე.წ. დაავადებას ხშირად კატის დაავადებას უწოდბენ, რადგან ასეთი შემთხვევა კატებში ხშირია. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები ზოგჯერ საკმაოდ მომხიბვლელებიც არიან. არ შეიძლება ამ სინდრომს შევხედოთ დაავადების თვალით, ეს ბუნებრივი სრულყოფილებაა, რომელიც 1000-დან 10 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გენეტიკური ფაქტორის გავლენით. ასე, რომ თუ როდისმე ასეთი შვილი ან ახლობელი გაგიჩნდეთ, უნდა მიხვდეთ რომ მის წინაპარს ჰქონდა ეს სინდრომი და როგორც მოგეხსენებათ, გენეტიკური ფაქტორები შვიდ თაობაზე გადადის. ყველაზე ხშირად კი ჰეტეროქრომიის გავრცელებული ფორმაა ყავისფერი და ლურჯი თვალი ერთ ადამიანზე:
1272 17-ს მოსწონს
|