ეკონომიკა რა შეგიძლია შეიძინო 10 დოლარად მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში 2013, 22 დეკემბერი, 22:35 ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რისი შეძენაა შესაძლებელი 10 დოლარად მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში. 10. მეათე ადგილზეა ავღანეთი, სადაც 10 დოლარად შესაძლებელია მაკდონალდსში 2 კომბო მენიუ შევუკვეთოთ. ქაბულში მის მომხმარებლად მდიდარი ადამიანები მოიაზრებიან, რომელთა შემოსავალი თვეში 300 დოლარს უტოლდება 9.მეცხრე ადგილზეა აფრიკული სახელმწიფო მადაგასკარია სადაც 10 დოლარად 5 შეკვრა კვერცს, 6 ლიტრ წყალს, 5 ლიტრ ჩამოსასხმელ ლუდს, 6 ლიტრ ბენზინს ან ორ ბილეთს მსოფლიო კინოპრემიერაზე. 8. მერვე პოზიციაზეა აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო მალავია, სადაც 10 დოლარად დაახლოებით 10 კილო ბრინჯს შევიძენთ და ამ ყველაფერთან ერთად 2 მენიუს ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტებში. 7. მეშვიდე ადგილზე მყოფ ქვეყანა ნიგერში 10 დოლარად 20 კოლოფი სიგარეტის შეძენაა შესაძლებელი 6. მეექვსე ადგილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახლავთ, სადაც 10 დოლარად 2 კილოგრამი ვაშლის, 6 კილოგრამი კარტოფილის და 2 ჰამბურგერის მენიუს შეძენაა შესაძლებელი. 5.მეხუთე ადგილზეა ერიტრეა.სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც 10 დოლარად მხოლოდ 4 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლება, საწვავის ფასი ერიტრეაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში, რაც ქვეყანაში უკიდურეს გაჭირვებას განაპირობებს. 4. მეოთხე ადგილზე მყოფ ლიბერიაში 10 დოლარად შესაძლებელია 1 დიდი მენიუს შეძენა ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტებში, 1 საათით ჩოგბურთის მოედნის ქირაობა და 8 ლიტრი საწვავის შეძენა. 3. მესამე ადგილს იკავებს ბურუნდი სადაც 10 დოლარად 2 კილოგრამი ბრინჯის ყიდვა ან მხოლოდ ერთხელ სადილია შესაძლებელი 2. ზიმბაბვეში 10 დოლარად შესაძლებელია იაფ რესტორანში სადილი, 5 კაპუჩინოს და 5 ცალი 300 მილიგრამიანი ლუდის შეძენა 1. პირველ ადგილზე კონგოა, სადაც 10 დოლარად შეიძენთ 10 კილოგრამ ბრინჯს, 10 ბოთლ წყალს და 1 ლიტრს იმპორტულ ლუდს. 342 4-ს მოსწონს
|