სამარხვო კერძები კარტოფილი ბომბეურად (ინდური სამზარეულო) 2013, 21 დეკემბერი, 23:26 ინგრედიენტები:
● კარტოფილი - 1 კილოგრამი
● პამიდორი - 2 ცალი
● მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი
● მდოგვი - 1 ჩაის კოვზი ● კვლიავი - 1 ჩაის კოვზი ● ქინძი - 1 ჩაის კოვზი ● ქურქუმა - 1 ჩაის კოვზი ● შავი პილპილი - 1/2 ჩაის კოვზი ● ახალი ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი ● ოხრახუში, წიწაკა და მარილი - გემოვნებით მომზადება: მოვხარშოთ კარტოფილი და დავჭრათ დიდ კუბიკებად. პამიდორი დავჭრათ პატარა კუბიკებად. ამასობაში გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი და გაცხელების შემდეგ დავუმატოთ მდოგვი, ქინძი, შავი პილპილი, წიწაკა, კვლიავი, ქურქუმა და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ. როდესაც მასა ფერს შეიცვლის, დავუმატოთ ჯანჯაფილი, რამოდენიმე წუთში კი დავუმატოთ პამიდორი და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი. ამასობაში კარტოფილს მოვაჭრათ ზემოდან ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ მიღებული მასა, გავაჩეროთ 5 წუთით და... გემრიელად მიირთვით 1018 6-ს მოსწონს
|