სხვა ყველაზე პროპაგანდული პლაკატები. 2013, 21 დეკემბერი, 20:01 მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდისტული პლაკატები ერთგვარ ხელოვნების ფორმასაც წარმოადგენდა, რომელთაგან დღესაც ბევრი საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ძალიან საინტერესოა ეს ბროშურები და პლაკატები, რომლებიც სხვადასხვა მხარეთა კონფლიქტურ მოვლენებს ასახავდა.
მოდით ყველამ ერთად გადავავლოთ თვალი ამ პროპაგანდისტულ პლაკატებს, რომელთაგან ბევრი დღესაც პოპულარულია: პლაკატი, ხშირად აფრთხილებდა ხელისუფლება საზოგადოებას და მათ დუმილისკენ მოუწოდებდა, რათა მტრისთვის საჭირო ინფორმაცია არ მიეწოდებინათ. შემდეგი თემა კი ეხება "ორი ყურის თეორიას" და რაღა თქმა უნდა მოიაზრება მასში ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ისმენდა საუბრებს- ეს სატელეფონო კავშირი იქნებოდა, მატარებლით თუ ავტობუსით მგზავრობა, სრულიად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ იგი სადმე თქვენს უკან მჯდარიყო და მოესმინა თქვენი საუბრები. შემდეგ ფოტოზე ჰიტლერი ანიმაციური პერსონაჟია, სადაც განახორციელებს დემონის როლს. აქ კი მოკავშირე ძალების სოლიდარობას წავაწყდებით, სადაც დევიზია განადგურდეს მტერი ყველა მხრიდან. პლაკატი თემით- "რუსი არასოდეს დაიჩოქებს". პლაკატები თემით - ეს პატარა ბიჭები გაიზრდებიან და დაიცავენ სამშობლოს და ცალკე თემა სტალინი, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც თავისი ერის მამა. ეს ბუკლეტი კი ასახავს გერმანელთა თავდასხმას მის ტერიტორიაზე შეჭრილ მტერზე. ეს პლაკატები ამერიკელებს შეახსენებს მტრის არსებობას და ბოლოს, გერმანული პლაკატი "თავისუფალის" სლოგანით. 1609 15-ს მოსწონს
|