x
image
რუსუდან ბერიძე
კბილების გათეთრებისა და მკურნალობის არაჩვეულებრივი რეცეპტი აიბოლიტისგან
image


შეიძლება გაგიკვირდეთ:გავითეთროდ კბილები და ამით ზიანს არ მივაყენებთ?არადა მართლაც ეგრეა.პირიქით სასარგებლოც კია ეს მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ.

ის გამოიყენება პრაქტიკულად ღრძილების ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.ამასთანავე თითქმის მთლიანად ათეთრებს კბილებს, შლის ქვებს და მკურნალობს პატარა ჭრილობებსაც პირის ღრუში.

ეს მეთოდი გაგანთავისუფლებთ პარადონტოზისგან, ღრძილების ანთებისგან, კბილების ფესვების გაშავებისგან, კბილების ქვებისგან, პირის ღრუს ნებისმიერი ავადმყოფური მდგომარეობისგან, ასევე პირის ღრუში არასასიამოვნო სუნისგან.


როგორ მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი საშუალება:0.5ჩ.კ საჭმელ სოდას დავუმატოთ 10-20 წვეთი სააფთიაქო წყალბადის ზეჟანგი(პერეკისი)და და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.უნიკალური"პასტა"მზად არის.


გამოყენების წესი:

ბამბა დავასველოთ ამ პასტით, კარგად წავისვათ კბილებზე და ღრძილებზე, როგორც გარედან, ასევე შიგა მხრიდან.ლიმონი ანეიტრალებს სოდას და აძლევს სიახლეს კბილებს, სოდა ასუფთავებს კბილებს ნადებისგან, წყალბადი ზეჟანგი კი დეზინფექციას უკეთებს და ათეთრებს კბილებს.

კბილების ყოველი ასეთი გაწმენდის შემდეგ, თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ.კბილები ისეთი სუფთაა, ბრწყინავენ როგორც მარგალიტები და ლიმონის მსუბუქი სურნელი პირის ღრუში კარგ განწყობას მიქმნის.

პროფილაქტიკისთვის შეიძლება პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის ნარევი გამოვივლოთ:1-3 ჩ.კ წყალბადის ზეჟანგი შევურიოთ, 50მლ თბილ წყალში და გამოვივლოთ პირის ღრუს ნებისმიერი ავადმყოფური მდგომარეობის დროს.მართალია ეს გემრიელი არ არის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა...და კბილების გაწმენდის ეფექტი დიდხანს გასტანს და კბილები ისევ ბრწყინვალედ გამოიყურებიან, თქვენ ბამბის ტამპონითაც რომ არ გაიწმინდოთ.მაგრამ ამისთვის ეს პროცედურა რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ!

კიდევ ერთი რჩევა მათ, ვინც აპირებს ეს "პასტა" გამოიყენოს:გაწმენდის შემდეგ არ შეიძლება 15 წუთი რაიმე ხსნარის გამოვლება და ჭამა.კბილები მხოლოდ სუფთა ბამბის გაიწმინდეთ რომ ზედმეტი მასისგან განთავისუფლდეთ.მხოლოდ ტუჩები მოიბანეთ წყლით.


ჯანმრთელობას გისურვებთ!image


















1
1358
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1358
  
2013, 21 დეკემბერი, 19:52
მეც ვაკეთებდი რუსუდან მაგრამ მე ეგრე ვიცოდი რო უნდა გამეხეხა მაგ პასტით და შემდეგ კარგად გამომევლო წყალი. სხვათაშორის მუდმივად ამის კეთება არ შეიძლება. სოდა და ლიმონი ხშირი გამოყენებისას აზიანებს კბილის მინანქარს
0 1 1