კულტურა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ ბუდაპეშტს 2013, 20 დეკემბერი, 15:51 რა იცით ბუდაპეშტის შესახებ, გარდა იმისა, რომ უნგრეთის დედაქალაქია? მინდა გითხრათ, რომ ის ერთ ერთი ლამაზი ქალაქია ევროპაში.ბუდაპეშტი ცნობილია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობებით, საოცარი ხიბლით. ყოველივე ეს განასხვავებს მას ევროპის სხვა ქალაქებისგან და ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.ერთი სიტყვით, თუ თქვენ არ იცით სად გაატაროთ მომავალი შვებულება, ყურადღება მიაქციეთ იაფ, მაგრამ ამავე დროს ულამაზეს ბუდაპეშტს.და აი რატომ.. უნგრეთი-მშვენიერი კერძის სამშობლოა."წიწაკიანი ქათმის" დაგემოვნება ბუდაპეშტის ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ. ბალზამი უნიკუმი-ეროვნული სასმელია უნგრეთში. დამეთანხმებით, მშვენიერი სუვენირია ბუდაპეშტიდან. უნგრეთს ჯერ არ შემოუღია ევრო, და ეს ნამდვილად არ არის კარგი. ყავა შეგიძლიათ დალიოთ არა მხოლოდ Starbucks–ში, არამედ მაგალითად, ყავის სახლში "New York". საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობენ საზოგადოებრივი აუზები. თერაპიული აუზები. და საერთოდ, ბუდაპეშტი ულამაზესი ქალაქია, განსაკუთრებით ღამით. თუმცა დღისითაც მშვენიერია. აუცილებლად ესტუმრეთ ოპერას. ეს სიამოვნება იქ საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ. შესაძლებელია შეესწროთ ფილმის გადაღებას.ბუდაპეშტს ხშირად იყენებენ როგორც "დეკორაციას", ვინაიდან აქ იაფი ჯდება ფილმის გადაღება. შეგიძლიათ ესტუმროთ ბალატონის ტბას. მეტროს ბილეთი საკმაოდ იაფია. სხვათა შორის, ბუდაპეშტში მეტრო ერთ - ერთი უძველესია ევროპაში. 159 1-ს მოსწონს
|