x
image
K.P.
თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა რჩეულს ორიგინალური სიურპრიზი მოუწყო (+ფოტოები)
imageთიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას "წყვილი" მუდამ ყურადღების ცენტრშია. სულ პატარებმა იქორწინეს, სამწუხაროდ მალევე დაშორდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მომღერალმა მეუღლეს ღალატი არ აპატია. მათ ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავთ. საზოგადოება იმედით შეჰყურებდა ყოფილ ცოლ-ქმარს, ყველას ეგონა, რომ ადრე თუ გვიან შერიგდებოდნენ. ბოლო თვეების მანძილზე ბექა ძალიან აქტიურობდა, თიკას შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ...image

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ წყვილის შერიგება გამორიცხა. ბექა შეყვარებულია, მისი რჩეული ვინმე ლიკუნა გახლავთ, თუმცა თიკაც არ გახლავთ მარტო, მომღერალი დაინიშნა. როგორც გაირკვა, თიკას რჩეული საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენია. ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, თუმცა მომღერლისათვის ხელის თხოვნა მოულოდნელი გახლდათ, შეყვარებულ ქალს ბევრი არ უფიქრია, რჩეულს დასთანხმდა. ქორწინების თარიღი ჯერ არ დაუგეგმავთ, თუმცა ალბათ ეს დღეც ძალიან მალე დადგება.

image

"წყვილი" ცალ-ცალკე აგრძელებს ცხოვრებას, ორივე შეყვარებულია, მათ ახლა მხოლოდ ქალიშვილი აერთიანებთ. ბექას მტკიცებით, მას ყოფილ მეუღლესთან მიმდინარე მოვლენებზე და პირად ცხოვრებაზე არ უსაუბრია, თუმცა თიკას იდუმალი რჩეულის ამბავი არ სჯერა, არ გამოვრიცხავ, რომ ნიშნობის ამბავი ტყუილი იყოსო.


სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა. ბექამ საკუთარ რჩეულს, ახალ სიყვარულს სიურპრიზი მოუწყო. "ლიკუნა ბექას უყვარხარ"-ამ წარწერით აუჭრელა ოთახი ბექამ მეორე ნახევარს. როგორც ჩანს გოგონა ძალიან გაახარა სიურპრიზმა და ფოტოები სოციალურ ქსელშიც განათავსა... imageimageimageimage


2
2655
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2655
  
2013, 20 დეკემბერი, 22:08
უიმეეეეეეეე ბავშვებიიი....ლიმონათზე წარწერა კაიაააა.....
2013, 20 დეკემბერი, 11:43
ეს ყველაფერი თიკას საეჭვიანოდ გააკეთა? :-)
0 1 2