კულტურა 11 არაჩვეულებრივი მონასტერი,რომელიც სამოთხეში წასვლამდე უნდა ნახო. 2013, 19 დეკემბერი, 14:26 1. ბორგუნდის ხის ეკლესია (1180–1250) ლერგალი, ნორვეგია.
ბორგუნდის ხის ეკლესია აშენებულია დაახლოებით 1180–1250 წლებში. აშენებულია გრძელი, ხის ბოძებისგან, რომლებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კვერთხს უწოდებენ. მსგავსი მასალით აშენებული ეკლესია ნორვეგიაში დაახლოებით 28 არის, მაგრამ ყველაზე უკეთ აღნიშნული წარმოაჩენს შუა საუკუნის ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს, რომელიც მომაჯადოებელია. 2. ლახას კათედრალი (1949) კოლუმბია. ლახას მშენებლობა 1949 წელს დასრულდა, რომელის კოშკიც 300 ფუტის სიმაღლისაა და დაბლა კანიონშია მისი დასასრული.არსებობს ლეგენდა, რომ 1754 წელს დედა თავის ყრუ–მუნჯ შვილთან ერთად წვიმის დროს კანიონში ჩარჩა, რა დროსაც კანიონის ერთ–ერთ კედელზე ღვთისმშობელი მარიამი გამოისახა და ბავშვმა წარმოსთქვა "ღვთისმშობელი მიხმობს". მას შემდეგ, ამ კანიონში არაერთი ადამიანი განკურნებულა, რაც შემდგომში უკვე ტაძრის მშენებლობას დაედო საფუძვლად. 3. ჰათლგრიმსკირკია (1986) რეიკიავიკი, ისლანდია. ეს ნაგებობა სიმაღლით მეოთხეა ისლანდიაში ჰელისანდურის ერთტალღოვანი რადიოკოშკის, ეილარის გრძელტალღოვანი რადიოგადამცემისა და სმარატგორის კოშკის შემდეგ. ეკლესიას სახელი პოეტისა და სულიერი ლიდერის ჰალგრიმურ პიტურსონის პატივსაყოფად ეწოდა.საყდრის პროექტი 1937 წელს არქიტექტორმა გულჟან სამუელსონმა მოამზადა. ეკლესიის მშენებლობას 38 წელი დასჭირდა. მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1986 წელს დასრულდა. კრიპტა და ქოროები 1974 წელს დაამთავრეს, კოშკი და ფრთები კი 1986 წელს. ეკლესია რეიკიავიკის ცენტრშია და ქალაქის ყველა წერტილიდან თავისუფლად მოჩანს. ჰათლგრიმურის საყდარი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეკლესიაში დიდი ორღანი დგას, რომელიც გერმანელმა ბონელმა ოსტატმა იოჰანეს კლაისმა შექმნა. ორღანი მექანიკურია და 5275 მილი აქვს, სიმაღლით კი 15 მეტრს უტოლდება, ხოლო წონით 25 ტონაა. 4. სამლოცველო არკანზასში (1980). აშენდა 1980 წელს, რომელიც 48 ფუტი სიმაღლისაა და აღჭურვილია 625 ფანჯრითა და 6, 000 კვადრატული ფუტი მინით. 5. ტემპელიაუკიოს მონასტერი (1969) ჰელსინკი, ფინეთი. ცნობილია, როგორც "ლოდების მონასტერი". ეკლესია დაფარული ამასიური მინით, სპილენძის გუმბათით, რომელიც საშუალებას იძლევა ნაგებობაში ბუნებრივი სინათლე შემოუშვას. 6. სან მიგელ დელ ფაი (X საუკუნე) კატალონია, ესპანეთი. 7. ტრინიტის მონასტერი (2004) ანტარქტიკა. ეს არის სამების ეკლესია, ყველაზე სამხრეთით მდებარე მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში. ეკლესია მუდმივად დაკომპლექტებულია მინიმუმ ერთი მოხალისე ბერით.ეკლესია დგას, 45 ფუტ სიმაღლეზე. 8. მეტეორა (XIV საუკუნე) საბერძნეთი. 9. წმ. ჟანის ეკლესია (XII საუკუნე) საფრანგეთი. 10. წმ. პიუს X-ის ბაზილიკა (1958) საფრანგეთი. 11. საგრადა ფამილია (1882) ბარსელონა, ესპანეთი. მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კატალონია, ესპანეთი. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია "წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი".მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა. 349 6-ს მოსწონს
|