სხვა სოციალური რეკლამა - რაში გვჭირდება იგი. 2013, 19 დეკემბერი, 19:02 თუ გიფიქრიათ როდისმე იმაზე რა ხდის ჩვენს ცხოვრებას უფრო ნათელს და ბედნიერს? ალბათ კარგი ამინდი და ამბავი, მაღალი ხელფასი, ოჯახი და სიხარული შვილის თვალებში. ამ შესავლის შემდეგ კი მინდა გამცნოთ სოციალური რეკლამის შესახებ პატარა ისტორია, თუ საიდან აიღო მან დასაბამი. მისი ამბავი 1906 წლიდან იწყება, როდესაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ- "ამერიკის სამოქალაქო ასოციაცია" შექმნა პირველი რეკლამა, სადაც ნიაგარის ჩანჩქერის მიერ ენერგოკომპანიებზე მიყენებული ზარალი ასახა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი 1917 წელს ა.შ.შ.-ში გაჩნდა პირველი "პლაკატი" სახელწოდებით: "შენ სჭირდები ამერიკის არმიას", სადაც მოუწოდებდნენ მამაკაცებს. მოგვიანებით კი ამდაგვარი პლაკატები ჩნდება სხვადასხვა ქვეყნებშიც. ტერმინი "სოციალური რეკლამა", როგორც ანალოგი ინგლისის «public service advertising» (PSA) (სამსახურებრივი საჯარო რეკლამა)-ისა უკვე აქტიურად გამოიყენებოდა იგორ ბურენკოვის მიერ, რომელიც მოგვიანებით საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექტორი გახდა. გარდა ამისა, სოციალური რეკლამა მოიცავს რამოდენიმე ტიპს: 1). პირველ ტიპს განეკუთვნება ყველა სახის არაკომერციული რეკლამები. როგორიცაა საავადმყოფო, გაწეული დახმარება, საქველმოქმედო აქცია, ტაძრის მშენებლობა და სხვა. 2). "სოციალური რეკლამის" მეორე ტიპს განეკუთვნება სხვადასხვა ასოციაციები (სავაჭრო, სამოქალაქო, პროფესიული). ხშირად მიზანი ასეთი რეკლამისა არის- შექმნას დადებითი საზოგადოებრივი აზრი საჯარო სამყაროში. 3). "სოციალური რეკლამის" მესამე ტიპი კი ძირითადად სახელმწიფო პირებს ეხება: საგადასახადო, საგზაო პოლიცია და ა.შ. სოციალურ რეკლამებს ასევე ნახავთ კომერციულ პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სარეკლამო პლატფორმებზე, მათი მთავარი მიზანი კი ერთია - გაამახვილონ ყურადღება კონკრეტული პროდუქტის მიმართ ეს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება თუ საზოგადოების მიპყრობით ამა თუ იმ საკითხთან. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხუჭავთ თვალს იმ ყველა მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც აფუჭებს ჩვენს ცხოვრებას: ავტოსაგზაო შემთხვევა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, პროსტიტუცია, მიტოვებული ბავშვები და სხვა. როგორ არ უნდა იმოქმედოს ამ ყველაფერმა ადამიანზე? სწორედ იმიტომ შეიქმნა ზემო ხსენებული ყოველი რეკლამა, რომ დავფიქრდეთ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და არ განვიცადოთ აღნიშნული მარცხი. 547 16-ს მოსწონს
|