x
2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი.
"IMDb"-მა 2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი გამოავლინა. 2012 წელი უფრო წარმატებული და მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა კინოსთვის ვიდერე 2013 წელი, თუმცა წელსაც გადაიღეს ბევრი მნიშვნელოვანი ფილმი. მაგრამ 2014-2015 წლები დატვირთული იქნება უამრავი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი კინოებით. ფილმები გამოვლინდა IMDb-ის რეიტინგის, კრიტიკოსთა შეფასებების და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.


1. ფოლადის კაცი.image

პატარა ბავშვი დედამიწაზე გამოგზავნილ იქნება, რადგან პლანეტა კრიპტონი დაღუპვის პირას იყო. კოსმოსური ხომალდი ერთ პატარა სოფელში დაეშვა, ახალშობილის აღზრდა კი მარტა და ჯონათან კენტებმა ითავეს. კალ ელი, იგივე კლარკ კენტი, თავს უცხოდ გრძნობს დედამიწაზე, რადგან მას გააჩნია წარმოუდგენელი ძალა. მიუხედავად ამისა, იგი მუშაობას იწყებს როგორც ჟურნალისტი და გმირის კოსტუმში გადაცმული ცდილობს ბოროტებასთან განმკლავებას.


2. რკინის კაცი.image


როცა ტონი სტარკის სამყარო ინგრევა მის თვალწინ უცნობი დაუნდობელი მოწინააღმდეგით, ტონი ეძებს პასუხისმგებელს. უიმედო სიტუაციაში ჩავარდნისას სტარკს მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს. მან უნდა გადაარჩინოს ახლო ადამიანები და ისინი, ვისაც კიდე სჯერათ რკინის კაცისა. აქ დგება კითხვა, რომელიც ყოველთვის აწუხებდა ტონის - რა არის მთავარი: ადამიანი თუ კოსტუმი?


3. შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში.image

გამარჯვებული შიმშილის თამაშებში, კეტნის ევერტინი და პიტა მელლარკი ცდილობენ ყველაფრის დავიწყებას, რაც მოუვიდათ კაპიტოლიუმში. მაგრამ პრეზიდენტ სნოუს, დიქტატორს და მმართველს არ სურს გოგონას და ბიჭის თავისუფლება და სურს მათი შეპყრობა.


4. მსოფლიო ომი Z.image

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გერი ლაინის ხელმძღვანელობით ცდილობს, თავიდან აიცილონ ზომბების შემოტევა, რომლებიც მთელ მსოფლიოს ემუქრებიან განადგურებით.


5. ფორსაჟი 6.image

მას შემდეგ რაც დონი და ბრაიანი იყვნენ რიოში და გაძარცვეს ერთი ძლევამოსილი დამნაშავე, ისინი და მთელი მათი ჯგუფი დაიშალნენ მთელ მსოფლიოში. მათ რაღა თქმა უნდა გაინაწილეს 100 მილიონი დოლარი და ყველაფერი დაიწყეს თავიდან, ახალი სახელებით და ა.შ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. ამ დროს ჰობსი დასდევს ერთ ძალიან საშიშ დაქირავებული მძღოლების ორგანიზაციას 12 ქვეყნის მაშტაბით. ამ ორგანიზაციის მთავარი სულის ჩამდგმელი და მეორე ადამიანი ჯგუფში აღმოჩნდება დონის სიყვარული ლეტისია, რომელიც აქამდე ყველას მკვდარი ეგონა. ამ ორგანიზაციის გასაჩერებლად ერთადერთი გზა არის აჯობო მათ გზებზე, ამიტომაც ჰობსი დონს ეკითხება, შეძლებს თუ არა მან შეაგროვოს თავისი ელიტური ჯგუფი ლონდონში. ხოლო სანაცვლოდ ჯილდო იქნება შეწყალება, რათა მათ შეძლონ დაბრუნება მშობლიურ ადგილებში.


6. ვარსკვლავური გზა სიბნელეში.image
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ხომალდ "ენთერპრაიზის" ჯგუფი აღმოაჩენს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობა და პრინციპები შიგნიდან ირღვევა. კაპიტანი კირკ ბერეტი საკუთარ თავზე იღებს საფრთხის განადგურების ოპერაციის ჩატარებას, რომელიც ემუქრება მთელ სამყაროს განადგურებით.


7. ახლა მხედავ.image
FBI აგენტი ეძებს გუნდს, რომლებმაც ბანკიდან წაიღეს ფული. აგენტსა და სპეციალურ გუნდს შორის ხდება დიდი დაპირისპირება.


8. ეს აღსასრულია.image

ჯეი ბარუშელი ჩამოდის ლოს-ანჯელესში, რათა ბახოს ძველი მეგობარი და კოლეგა, მსახიობი სეთ როჯენი, რომელმაც ჯეი მისი დაბინავების აღნიშვნაზე დაპატიჟა, რომლის ორგანიზატორიც ჯეიმს ფრანკოა.


9. თორი: წყვდიადის სამეფო.image

დედამიწას და კიდევ 9 სამყაროს უახლოვდება საფრთხე იმ მოწინააღმდეგის სახით, რომელიც მოვიდა შორი წარსულიდან, მაშინ, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ არ არსებობდა. სწორედ თორს მოუწევს გააჩეროს ეს უცნობი ბოროტმოქმედება.


10. დიდი გეთსბი.image

ფილმი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ნიუ იორკის ცხოვრებას აცოცხლებს. ის, გამოუცნობი მილიონერის დრამატული ცხოვრების, წარმატებისა და სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტის მთავარი გმირი, ჯეი გეთსბი ოდესღაც ახალგაზრდა ქალზე, დეიზი ბიუკენენზე იყო შეყვარებული. რვა წლის შემდეგ, საიდუმლო გზით გამდიდრებული გეთსბი, კვლავ გამოჩნდება ლონგ-აილენდზე და კუნძულის მოდურ საზოგადოებას მყუდროებას ურღვევს, რათა საყვარელი ქალბატონის გული კვლავ მოინადიროს.

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0