თავის მოვლა ბოსტნეული, რომელიც დაავადებებს თავიდან აგვაცილებს 2013, 17 დეკემბერი, 20:23 ![]() ![]() მეცნიერული კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ნიახური კურნავს როგორც თირკმელებს, აგრეთვე სახსრებსაც.ამ ბოსტნეულის დადებით თვისებებზე ხალხურ მედიცინაშიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან წერდნენ. მისი მოხმარება საუკეთესოა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.კარგია ასევე ნიახურის ფესვებით მკურნალობა. საჭიროა 2 სუფრის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვს 2 სუფრის კოვზი ვირისძუა ბალახი - ისიც ასევე გამხმარი და დაქუცმაცებული შევურიოთ და დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, გავაჩეროთ 3 საათი მინის ქილაში, შემდეგ კი გავწუროთ.მიღებული წვენი უნდა მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი მესამედი (1/3 ) ჭიქის ოდენობით. ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენის მოქმედების თვისება, რომელიც შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას. ![]() ![]() ![]() 780 13-ს მოსწონს
|