x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135848
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
სად და რატომ აიკრძალა თოვლის ბაბუა

imageთოვლის ბაბუა, ფიფქია, საახალწლო ნაძვის ხე და ყველაფერი, რაც ახალი წლის ზეიმს უკავშირდება, ტაჯიკეთის ტელევიზიაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. როგორც დუშანბეს რადიოსადგური Asia Plus-ი აცხადებს, 2014 წლის დამდეგს მაყურებელი აღნიშნულ საახალწლო სიმბოლოებს სატელევიზიო მაუწყებლით ვერ იხილავს. ტაჯიკეთის ტელერაიომაუწყებლის მმართველობის განცხადებით, ახალი წლის ამ ატრიბუტებს არაფერი აქვთ საერთო ქვეყნის ეროვნულ ტრადიციებთან.


თუმცა, აღნიშული გადაწყვეტილება ტელევიზიამ თავად მიიღო და როგორც მმართველი პირები აცხადებენ, "ზემოდან" ასეთი ბრძანება არ ყოფილა.


მიუხედავად ამისა, დუშანბეს ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე მაინც დაიდგმება და და ქვეყნის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის საახალწლო მილოცვა 31 დეკემბერს მაინც შედგება.


ბოლო დროს ტაჯიკეთში ბევრი საუბარია იმაზე, რამდენად არის მიზანშეწონილი ახალი წლის აღნიშვნა. მუსულმანური სარწმუნოების მესვეურები თვლიან, რომ ქვეყანამ რელიგიური კალენდრით უნდა იცხოვროს, რაც არ ემთხვევა ტრადიციულს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, მეჩეთი ამ თავის პოზიციას მხოლოდ მოსაზრების დონეზე გამოთქვამს.

0
87
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0