ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი YouTube-მა 2013 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოები დაასახელა 2013, 15 დეკემბერი, 21:44 ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მა დაასახელა 2013 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოები.შესაბამისად ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა კომპანია Google-ის ბლოგზე, როგორც ცნობილია იგი ვიდეოპორტალის მფლობელია.პირველი ადგილი დაიკავა ნორვეგიულმა ჯგუფმა Ylvis-მა კლიპით–"The Fox", 285 მილიონი ნახვა, თან კლიპი 3 სექტემბერს დაიდო.მეორე ადგილზე გავიდა ცეკვა Harlem Shake-ორიგინალი ვერსია, 96 მილიონი ნახვა, (ვიდეო 10 თებერვალს დაიდო)თან 1, 7 მილიონმა მომხმარებლებმა "ჰარლემის" ცეკვის თავის ვერსიაც დადო.მესამე პოზიციაზეა ვიდეორგოლი "How Animals Eat Their Food"(როგორ ჭამენ ცხოველები საკვებს)-95 მილიონი ნახვა.აგრეთვე რეიტინგში მოხვდნენ მაილი საირუსის კლიპი ''Wrecking Ball" და რამდენიმე სარეკლამო რგოლი, მათ შორის ჟან-კლოდ ვან დამის, სადაც იგი Volvo-ს სატვირთოებს შორის "შპაგატზე" ჯდება. 130 2-ს მოსწონს
|