კერძები ფრინველის ხორცისაგან ჟულიენი ქათმის ხორცითა და სოკოთი 2013, 15 დეკემბერი, 21:34 ინგრედიენტები:
● ქათმის მკერდი - 150 გ.
● ახალი სოკო - 100 გ.
● ხახვი - 50 გ.
● ნაღები (22%-იანი) - 10 მლ. ● ყველი - 100 გ. ● ზეთი - 30 გ. ![]() მომზადება: ქათმის ხორცი დავჭრათ წვრილ ზოლებად და შევწვათ. ცალკე მოვშუშოთ სოკო და ხახვი. მოშუშვის შემდეგ ისინი დავუმატოთ ხორცს, ამოვურიოთ, დავასხათ ნაღები და წამოვადუღოთ. შემდეგ მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმავლობაში (სანამ ყველი კარგად არ დადნება). ჟულიენი ცხელი უფრო გემრიელია, ამიტომ გამოღების შემდეგ... გემრიელად მიირთვით 606 7-ს მოსწონს
|