x
image
მანჩო 777
მანათობელი სარეცხის სარჭები-ციცინათელები
image
ახალი წლის და შობის დღეებში ყველა ადამიანის სურვილია გაანათოს მისი სახლი და ეზო ლამაზი ციმციმა გირლიანდებით.მაგრამ იმისათვის, რომ სახლი და მისი შემოგარენი მიმზიდველი და კაშკაშა გავხადოთ, სულაც არაა საჭირო ათეულობით მეტრი გილიანდის ყიდვა. გაცილებით საინტერესო და იოლი გადაწყვეტაა სარეცხის სარჭები შუქდიოდებზე.

ისეთი მარტივი ნივთი, როგორიცაა სარეცხის სარჭი, აბსოლუტურად ყველა ოჯახში არსებობს, მაგრამ მხოლოდ გამოგონებლის ჭკვიანმა ხელმა შეიძლება მიანიჭოს მას ახალი სიცოცხლე. მაშინ უბრალო საყოფაცხოვრებო საგანი გადაიქცევა ექსკლუზიურ ნივთად, რომელიც საჩუქრადაც კი გამოდგება.

image

ასეთი სუვენირი შეიძლება გამოვიყენოთ არამარტო თეთრეულის დასამაგრებლად, არამედ წიგნის სანიშნად, რაიმე ხელსაწყოს გასანათებლად და ტანსაცმლის ორიგინალურ აქსესუარადაც კი.


ისევე, როგორც ბატარეიაზე მომუშავე ნებისმიერი ნივთი, ამ სარჭებსაც ჩვეულებრივი ბატარეა აქვს. ისინი განთავსებულია სარჭის ზედა ნაწილში და შეერთებულია შუქდიოდებთან. თუ საგანი მუდამ გარეთ გვექნება, მაშინ ის გამუდმებით დაიტენება მზის ენერგიაზე.

image

სარჭის ქვემო ნაწილში მინიატურული გადამცემია, რომელიც რეაგირებს განათების ხარისხზე. ბინდის დადგომასთან ერთად გადამცემი აგზავნის სიგნალს შუქდიოდთან, ის ჩაირთვება და უბრალო სარჭი გადაიქცევა ლამაზ ციმციმა ფანრად.

image

თუ თქვენ ასეთ შუქდიოდიან სარჭებს შეიძენთ, მაშინ ცხოვრებას ლამაზ ზღაპრად გადააქცევთ და სხვებსაც გაახალისებთ. მერწმუნეთ, ამ ნივთს კიდევ უამრავ ფუნქციას მიანიჭებთ სახლში.

image

14
49
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
49
  
2013, 15 დეკემბერი, 20:26
აბა დამშვიდდით ახლა ორივე:))))))))))))))))
2013, 15 დეკემბერი, 19:58
არა–სამართალს. :)
2013, 15 დეკემბერი, 19:53
ანუ: მოსამართლეს ითხოვთ?:::DDD
2013, 15 დეკემბერი, 19:52
ჩაერიეთ ვინმე და განგვსაჯეთ თემასთან დაკავშირებით ვინაა მართალი. :)
2013, 15 დეკემბერი, 19:50
გამოსულია და ეგაა, თქვენც მართალი ხართ და მეც:)
2013, 15 დეკემბერი, 19:48
ასე არ გამოვა. :))
2013, 15 დეკემბერი, 19:45
მე მართალიც ვარ ამავდროულად. :))
2013, 15 დეკემბერი, 19:42
მეც ჯიუტი ვარ, სხვათაშორის:D
2013, 15 დეკემბერი, 19:40
როცა მართალი ვარ პოზიციას არ ვთმობ. :))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10