x
image
პერსეპოლისი
4 თებერვლიდან 8 თებერვლამდე და 5 აგვისტოდან 13 აგვისტომდე დაბადებული ადამიანების დახასიათება დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით.

image


4 თებერვლიდან 8 თებერვლამდე და 5 აგვისტოდან 13 აგვისტომდე დაბადებული ადამიანები დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით ალვასთან ასოცირდებიან, რომლის მიხედვითაც, ალვას დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე სიყრმიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავადვე ქმნის პრობლემებს.ძალიან მგრძნობიარეა დროის მდინარების მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება.მხოლოდ ახლობლების კეთილისმყოფელ გავლენას შეუძლია დაეხმაროს მას.ამიტომ დაკვირვებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვისთანაც
უნდა დაამყაროს მან ურთიერთობა.

სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფელის გამოცვლის დროსაც:
ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებით ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს ჰყავდეს მეგობრები. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. იგი ცდილობს არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში.

მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების
მიმართ და ამიტომ პატარა წვრილმანზეც კი გამოდის წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში ჰპოვებს თავისებურ
სიამოვნებას.

სიმამაცე და სიამაყე ეხმარება, გადალახოს ყველაზე რთული
ამოცანები. ისინი, ვინც მას ნაკლებად იცნობენ, ხშირად მიიჩნევენ მხიარულ და მშვიდ ადამიანად.

მას მიდრეკილება აქვს ალტრუიზმისკენ და არ არის მატერიალისტი.
ცოლქმრობაში ძნელად აღწევს ბედნიერებას, ძალიან მგრძნობიარეა და ზედმეტად დამოუკიდებელი.

აქვს მახვილი თანდაყოლილი გონიერება, რომელიც არასდროს
უბერდება. მისი გამჭრიახობა და კრიტიკული გონიერება ზოგჯერ გავლენას ახდენს მის ამბიციურობაზე.მრავალი ალვაა მედიკოსებს შორის.

ალვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მოთხოვნილებაა დამოუკიდებლობა. მიდრეკილება უჩნდებათ ნევრასტენიის, მეოცნებეობისა და სინთეზისადმი. ინტუიციისა და ფანტაზიისადმი.


ალვის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან მენდელეევი, ჟიულ ვერნი. ალფრედ ჰიჩკოკი, სალვადორ დალი.






0
26
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0