x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135848
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
მივიწყებული მიუსაფარნი.
ჩვენდა სამწუხაროდ, არის ადგილები სადაც დღემდე ყოველგვარი პირობების გარეშე ცხოვრობენ. მაგალითად როჰინის მოსახლეობა ცხოვრობს ქუჩაში, ან საკუთარი ხელით გაკეთებულ ფაცხაში, სადაც არც ელექტროენერგია და არც დასალევად ვარგისი წყალი არ არის. ამ ყველაფრის მიუხედევად კი დახმარებაც დღემდე არავის გაუწევია მათთვის.


როჰინის მცხოვრები მუსულმანები, აღიარებულნი არიან ერთ-ერთ დევნილ ერად მსოფლიოში. პოლიტოლოგთა თქმით ეს ერი განიცდის როგორც დისკრიმინაციას, ასევე მკაფიო პოლიტიკურ გენოციდს.



image


როჰინის მუსულმანებსა და მიანმის ბუდისტებს შორის ისეა გამძაფრებული ურთიერთობა, რომ მცირედი მიზეზიც კმარა სისხლის დასაღვრელად. როჰინის მოსახლეობას არანაირი უფლებები არ გააჩნია, იმისათვის რომ მოახდინონ ურთიერთობების ლეგიტიმაცია, ნებართვა უნდა მიიღონ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რაშიც ფინანსური გადახდები უწევთ.image



ბავშვებს არ გააჩნიათ დაბადების მოწმობა, ამიტომ რადგან არ არიან რეგისტრირებულნი პოლიკლინიკებში, ავადმყოფობის დროს, ძვირი გადასახადების გამო ვერ ახდენენ სტაციონარში მკურნალობას, რის გამოც ხშირია მსხვერპლი და თითქმის გადაშენების პირას არიან.


image
image
image

image

image


14
29
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
29
  
2013, 15 დეკემბერი, 20:30
დავსევდიანდი ძალიან
2013, 15 დეკემბერი, 17:58
:)
2013, 15 დეკემბერი, 17:48
მოკლედ ერთსა და იმავე აზრზე ვართ მემგონი, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან და ტყუილად "ვბჭობთ" აქ ))))
2013, 15 დეკემბერი, 17:46
შენ სხვას ამბობ მე სხვას ეხლა :/ ჰოდა ჰო გემეტება მერე რადგან ეხმარები
2013, 15 დეკემბერი, 17:45
უარესს რატომ ედრები კარგ საქმეში. არც ვსვავ, არც ვეწევი, არც აზარტულ თამაშებს ვთამაშობ და არც სურვილი მაქვს,მაგრამ ბოჰემატორებისთვის არასოდეს შემიდარებია თავი, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემზე კარგს გავეჯიბრო. ჩემი ძმაკაცი ზოგჯერ ისეთსაც დახმარებია მე რომ აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ კაზინოსთვის ყოველთვის აქვს ფული გადანახული, აზარტნიკია მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ სხვას არ ეხმარება თამაშის გამო. ამით იმის თქმა მინდა რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და 1 ლარიანი იქნება თუ 100 ლარიანი , მთავარია გემეტებოდეს
2013, 15 დეკემბერი, 17:30
მერე ეგეც ხო მოკლებაა? :) შენ ხო იმეტებ იმ ლარიანს რო დაეხმარო?და სხვა ვერ იმეტებს,იმ ლარს ადგება და აჭარაბეთზე ჩარიცხავს და ითამაშებს
2013, 15 დეკემბერი, 17:28
ჩემი აზრით იმით განისაზღვრება ქველმოქმედება თუ რამდენ რამეზე იტყვი უარს და რამდენ რამეს მოაკლებ შენს თავს რომ სხვას დაეხმარო
2013, 15 დეკემბერი, 17:24
მერე რა ზღვაში წვეთია,სხვას მაგ ხურდის მიცემაც ენანება,ან თუ მიცემს ისე მიუგდებს თითქოს მასზე რამით მეტი იყოს... ხელფასიდან თუ არ გადარიცხავ პროცენტებს შეგიძლია სწრაფი გადახდის აპარატებში,სხვადასხვა-ს განყოფილებაში ნახო (ქველმოქმედება) და რამდენიც გექნება ჩარიცხო.შეგიძლია საპატრიარქოს ფონდის ნომერზე დარეკო ხოლმე ერთი ზარი ლარი ღირს.ესეც მადლია.სიკეთე იმით არ განისაზღვრება რამდენად მეტი ფული დახარჯე
2013, 15 დეკემბერი, 17:21
ხურდებით მეც ხშირად ვეხმარები,მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. არის ხალხი რომლებიც ხელფგასის 20-30% საქველმოქმედო ორგანიზაციებში რიცხავენ, მე არ ვრიცხავ და ეს გკითხე...
2013, 15 დეკემბერი, 17:19
შენ თუ დახმარებათ მაინდამაინც ის მიგაჩნია რო სახლი უყიდო და მათი მოვლა პატრონობა შენ ტავზე აიღო არვიცი და მემგონი მცირედი დახმარებას ბევრს ნიშნავს! მაგდენი ფული ქომ მქონდეს არც სახლებს დავიშურებდი მაგათთვის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10