ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს, თბილისში.
1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან, 1959 წელს გაათავისუფლეს, 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას.
ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“, არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“ და რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის მისი დაწერილია "დათა თუთაშხია" .
ასევე მას ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ - პუბლიცისტური წერილები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე, მისი შემოქმედების მწვერვალია რომანი "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და კვლავ ითარგმნება, ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წელს, 92 წლის ასაკში, საქართველომ დიდი ნაკლი განიცადა და ქართულ ლიტერატურას მოაკლა ლეგენდარული მწერალი !