25 იანვრიდან 3 თებერვლამდე და 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე დაბადებული ადამიანების დახასიათება დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით.
25 იანვრიდან 3 თებერვლამდე და 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე დაბადებული ადამიანები დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით კვიპაროსთან ასოცირდებიან, რომლის მიხედვითაც, კვიპაროსი არის ტანადი, მკვრივი, გამოკვეთილი ძლიერი სილუეტითა და უბრალო
სწორი ნაკვთებით. არ აკლია დახვეწილობა, თუმცა არის მასში კიდევ რაღაც ცივილიზაციის გაურყვნელი ადამიანისა.იგი კმაყოფილდება მცირედით და ეგუება სიტუაციებს.შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ პირობებში და იყოს ბედნიერი.სწრაფად აღწევს მოწიფულობასა და დამოუკიდებლობას.
იგი მნიშვნელობას არ აძლევს ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს.არ
იღწვის დიდებისთვის და ფულისაკენ.ერთადერთი, რისი სურვილიც აქვს, ბედნიერებაა.გაურბის ყველაფერს, რაც მას პრობლემებს უყენებს.უყვარს საზაფხულო სეირნობები, ცხოველები და ნადირობა.
შეიძლება დალანდოთ ნავში, ჩაფიქრებული, მჯდარი ანკესით.და მიუხედავად ამისა, მას სძულს მარტოობა.იგი ისწრაფვის, ისე მოაწყოს ცხოვრება, რომ იყოს მრავალრიცხოვან ოჯახთა შორის, ანდა მუდმივი მეგობრებით გარშემორტყმული.არ არის სენტიმენტალური. ცოტა არ იყოს, უხეშია, მაგრამ არ აკლია ადამიანური სულიერი სითბო. მკაცრია, თუმცა ამასთან მშვიდიც. საზოგადოებაში სასურველია.მისი ყოფნა დამამშვიდებლად მოქმედებს.
კვიპაროსს უყვარს ოცნება, ადვილად მიჰყვება ცხოვრების
დინებას, მაგრამ არ ცდილობს მის მოწყობას. თავის ოცნებებშია ჩაფლული და ფიქრით მუდამ
სადღაც სხვა მხარეშია. მიუხედავად დავის საგნისა, გაურბის მწვავე კამათს. თავისი ერთგულებით მიუწვდომელია.იგი ერთგულია სიყვარულში, მეგობრობაში, მოგონებებში და თუკი იგი ვინმესადმი
კარგად განეწყობა, შეიძლება უყოყმანოდ მიმართოთ მას დახმარებისთვის.
მისი საყვარელი საქმიანობაა მსჯელობა ნებისმიერ თემაზე.
მსჯელობები გააზრებული და გონივრული აქვს.
მისი ცხოვრება ხშირად მშვიდად და მდორედ მიედინება მათ
შორის, ვინც უყვარს.
კვიპროსის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ გრძნობათა
სიმტკიცე, ლოიალობა, რეფლექსურობა, ინტელიგენტობა, ანალიტიკური ჭკუა, ლოგიკა.
კვიპროსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან შუბერტი, მოცარტი, რომენ როლანი, რუზველტი, ლუის ამსტრონგი.