x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსების მიერ აშენებული გადასასვლელი სოჭში, რომელიც საცურაო კომპლექსად უფრო გამოდგება.

მიწისქვეშა
გადასასვლელი სოჭში, რომელიც საცურაო აუზად უფრო გამოდგება.

მას შემდეგ რაც მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად რუსეთის
ქალაქი სოჭი აირჩია, ქალაქის ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით გაუმჯობესება და ახალი მშენებლობების „ბუმი“ დაიწყო. ასე აშენდა სოჭში ახალი მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც გათვალისწინებული
იყო ოლიმპიადაზე ჩამოსული სტუმრების ნაკადის გასატარებლად. გადასასვლელი მოპირკეთდა
და კეთილმოეწყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ობიექტის ასაშენებლად და საბოლოო სახის მისაცემად
ბიუჯეტიდან დაიხარჯა 60 მილიონი „რუბლი“. თუმცა სწრაფი ტემპით აშენება ხარისხიანად
აშენებასაც რომ არ ნიშნავს აუცილებლად, დაამტკიცა ამ მიწისქვეშა გადასასვლელმა. პირველივე ძლიერი წვიმის გამო მიწისქვეშა გადასასვლელი
ისე დაიტბორა, გადასასვლელზე უფრო საცურაო აუზს დაემსგავსა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ხუმრობს ამ გადასასვლელზე: მართალია 60 მილიონი „რუბლის“ ღირებულების გადასასვლელმა
მისი პირდაპირი დანიშნულება ვერ შეასრულა, სამაგიეროდ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის
მოსამზადებელი „მშვენიერი“ „სპორტული“–საწყლოსნო
კომპლექსი აგვიშენესო.

ხუმრობა–ხუმრობად, მაგრამ გადასასვლელი სერიოზული
რეკონსტრუქციის გარეშე თავის დანიშნულებას რომ ვერ შეასრულებს ფაქტია.

ესეც სურათები აღნიშნული ობიექტიდან.

imageimageimage



5
162
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
162
  
2013, 15 დეკემბერი, 17:25
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული და ხარისხიანი ანტონიმებად იქცა
2013, 14 დეკემბერი, 23:42
ჩამქვრალი ცეცხლით როგორც ყოველთვის :))
2013, 14 დეკემბერი, 22:47
ჯერ ყველაფერი წინაა, სანახევროდ არაა ობიექტები დასრულებული სოჭში. :))
როგორ ჩაატარებენ ოლიმპიადას მაგასაც ვნახავთ. :)))
2013, 14 დეკემბერი, 22:28
რუსებს ვერავინ შეედრება :D:D იდიოტურ სიტუაციებში მოხვედრის ოსტატები არიან :))
0 1 5