x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ამაზრზენი ფესტივალები.
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ფესტივალების შესახებ, სადაც ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციული რიტუალი გააჩნია ამ დღესთან დაკავშირებით. სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე ამაზრზენი ფესტივალები რაც კი გინახავთ, რომელიც თითოეული ქვეყნის ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს, როგორიცაა: ერთმანეთისთვის პომიდორის, კვერცხის, ფქვილის, მოხარშული კრემის, ტალახის და სხვათა სროლა. თუმცა არის უფრო საშიში ფორმები ამ ფესტივალებისა, სადაც მონაწილეობის მიღებაზე ბევრი უარს აცხადებს.



წარმოგიდგენთ ამაზრზენი ფესტივალებიდან რამოდენიმე მაგალითს:



1). ვილანოვა, ესპანეთი. "ტკბილეულის ომი".

ამ ფესტივალში გამოყენებულია 90 000კგ საკვები ძირითადად ტკბილეულის სახით: ნამცხვარი, კანფეტი, ბეზე და ასევე უმი კვერცხი. ქალაქის ქუჩებში ზემო აღნიშნულ პროდუქტს ერთმანეთს ესვრის ხალხი.image


2). არო, ესპანეთი. "ღვინის ომი".

ფესტივალის მონაწილენი, საერთო ჯამში 1000 ლიტრ ღვინოთი წუწავენ ერთმანეთს.image






3). იბი, ესპანეთი. "კვერცხისა და ფქვილის ომი".

ფესტივალში მოსახლეობა ესვრის ერთმანეთს უმ კვერცხსა და აყრიან ფქვილს.


image




4). ივრეა, იტალია. "ბრძოლა ფორთოხლებით".

ქალაქ ივრეას სახალისო ფესტივალი კარნავალივითაა, მოიცავს ხალხის ბრძოლას ფორთოხლებით, რაც მეტად სახალისოა და მოსახლეობის თითქმის ყოველი მათგანი იღებს მონაწილეობას.image



5). მატურა, ინდოეთი. "საღებავების ფესტივალი".

ეს ფესტივალი ინდოეთის ქალაქ მატურაში იმართება, რომელიც მოიცავს ერთმანეთის საღებავებით დასვრას.image




6). გალისია, ესპანეთი. "ბინძური ბრძოლა".

ქალაქ გალისიას ეს ათასწლოვანი ტრადიცია მოიცავს ბინძურ გართობას, სადაც ხალხი ერთმანეთს სვრის ქუჩის ტალახითა და მიწით.

image




7). კენტუკი. "ბრძოლა წყლით გაბერილი ბურთულებით".

ფესტივალი ძირითადად დაფუძნებული იყო მსოფლიო რეკორდთან, სადაც ამერიკის სასწავლებელ კენტუკის სტუდენტებმა მოიგონეს ორიგინალური გართობა და ერთმანეთს ესვროდნენ წყლით გაბერილ ბურთულებს. თითქმის ყველა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.image



8). ბუნოლი, ესპანეთი. "პომიდორის ომი".

წელიწადში ერთხელ, ამ უზარმაზარ ქალაქში 50 000 მოსახლე იღებს სრულად მონაწილეობას ტრადიციულ ფესტივალში, სადაც ერთმანეთზე თავდასხმას პომიდორებით ახდენენ.


image





9). სუტამარხანი, კოლუმბია. "ბრძოლა პომიდორებით".

ეს ქალაქიც ასევე პომიდორების ომის ფესტივალს მართავს ყოველ წელიწადს.image





10). რენო, ა.შ.შ. "ბრძოლა პომიდორებით".

კიდევ ერთი ქალაქი -რენო, სადაც ხდება პომიდორებით ხელჩართული ბრძოლის ფესტივალი.image



11). ბერლინი, გერმანია. "Wasserslacht".

ამ ფესტივალში გერმანიის ქალაქ ბერლინის ორი რაიონის Friedrichshain-ისა და Kreuzberg-ის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, სადაც ხილითა და დამარილებული ქაშაყით ახორციელებენ ერთმანეთზე თავდასხმას.


image




12). კენტი, დიდი ბრიტანეთი. "ბრძოლა ტორტის მოხარშული კრემით".

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კენტის მცხოვრები მოსახლეობისთვის ამ ფესტივალის რიტუალი ჩარლი ჩაპლინის შთაგონება ყოფილა, რომელიც 1967 წლიდან არსებობს დღემდე. ფესტივალი მოიცავს როგორც ჭამას ტორტის მოხარშული კრემისას, ასევე ერთმანეთის დასვრას.image




13). სონგკრანი, ტაილანდი. "წყლით ამბოხება".

ეს ბუდისტური ფესტივალი ძირითადად მოიცავს ქუჩაში წყლით წუწაობას.

image



14). პაბლო დელ დუკი, ესპანეთი. "ღვინით ბრძოლა".

კიდევ ერთი ღვინის ფესტივალი, სადაც მოსახლეობა ვერ იმეტებს დასაღვრელად ამ ღვთიურ სასმელს და მხოლოდ ყურძნით წუწაობით შემოიფარგლება.image

2
162
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
162
  
2013, 14 დეკემბერი, 13:36
წუწაობის გარდა სხვა მართლა ამორალურია. როცა ამდენი გაჭირვებული და შიმშილით სიკვდილის ზღვარზე მყოფია, საკვებ პროდუქტებს ასე არ უნდა ანადგურებდნენ.
2013, 14 დეკემბერი, 12:32
წყლით წუწაობა კიდე ჯანდაბას მაგრამ სხვები რა უბედურებაა იქ როგორ უნდა წახვიდე :@
0 1 2