x
კომპენსაცია ქორწინებაზე უარის სანაცვლოდ – ქალმა მამაკაცს 50 000 დოლარი გადაახდევინა

image

შურისძიება – ეს არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა! მიტოვებულმა პატარძალმა, შურისძიებისთვის სასამართლო გამოიყენა. როდესაც საქმროსთან, მისი 10 წლიანი ურთიერთობა, ქორწინების გარეშე დასრულდა, მელისამ სასამართლოს მიმართა. სახელმწიფო სააპელაციო სასამართლომ, საქმროს კომპენსაციის სახით 50 000 დოლარის გადახდა დააკისრა. საქმრო, IT კომპანიის თანამშრომელი ნედ კელი, სასამართლომ „დაქორწინების ვალდებულების“ შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო.
მელისა და ნედი ერთად 2000 წლიდან ცხოვრობდნენ. მათთან ერთად ცხოვრობდა მელისას შვილი, რომელიც ქალს ყოფილი საყვარლისგან ჰყავდა. 2004 წელს წყვილი დაინიშნა. ნედმა მელისას 10 000 დოლარიანი ბეჭედი აჩუქა. წყვილი ახალ სახლში გადავიდა. მათი ურთიერთობა ჰარმონიული იყო. საქმრომ მელისას სამსახურის მიტოვება და ბავშვზე ზრუნვა სთხოვა, რაზეც საცოლემ თანხმობა განაცხადა.
ერთ მშვენიერ დღეს მელისამ აღმოაჩინა, რომ მისი საქმრო ღალატობდა. ამასთან ეს „გვერდითი კავშირი“, დანიშნვნამდე 2 წლით ადრე დაიწყო. ნედმა პატიება ითხოვა და ქორწინებაზე დაიწყო საუბარი. მიუხედავად მიღებული პატიებისა, მამაკაცმა საყვარელ ქალს 2011 წელს კვლავ უღალატა. ამასთან მან მელისას საერთო სახლის დატოვება სთხოვა, რათა საყვალეთან ერთად ეცხოვრა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მელისამ სასამართლოში ჩივილი და საქმე მოიგო კიდეც.

image

0
14
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Leo_N
Leo_N
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0