კამერონ დიასმა მანჰეტენზე ლუქს კლასის აპარტამენტები შეიძინა
2013, 12 დეკემბერი, 20:38
მსახიობი კამერონ დიასი, ნოუ-იორკში, მანეტენზე არსებული ლუქს კლასის აპარტამენტების მფლობელია. აპარტამენტების ფასი 9 მლნ დოლარია. უძრავი ქონება მაღალ შენობაში, ხმაგაუმტარ სართულზეა განთავსებული. კამერონის ახალ სახლში სამი საძინებელი და სამი სააბაზანოა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდა სახლის ღირებულებისა, კამერონს მომსახურებისა და გადასახადების სახით, თვეში 5000 დოლარის გადახდა მოუწევს. მსახიობის მეზობლად ცხოვრობენ ჰარისონ ფორდი, ნიკოლ კიდმანი და კეტი ჰოლმსი.