ტექნოლოგიური სიახლეები გამოიგონეს პიცის მცხობელი და გამყიდველი აპარატი. 2013, 12 დეკემბერი, 17:50 ტექნიკური სიახლეები დღითიდღე რომ იზრდება, ეს ყველას კარგათ მოგეხსენებათ, დღეს კი სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მცხობელი და გამყიდველი პიცის აპარატი სახელწოდებით Let's Pizza, რომელიც 3 წუთში აცხობს ოთხი სახეობიდან ერთ-ერთ თქვენს სასურველს. რამოდენიმე ქვეყანაში იგი სავაჭრო ცენტრებსა და ოფისებში უკვე არსებობს.
ეს არაჩვეულებრივი აპარატი რამოდენიმე წელია რაც იტალიაში გამოიგონეს და ამ წლის მარტში კი უკვე გაუჩნდა აპარატს ოფიციალური დისტრიბუტორი რუსეთში. ავტომატი მსურველს სთავაზობს პიცის ოთხ სახეობას: ყველის, ძეხვის, ლორის და ასორტის. მსურველს ასევე სურვილისამებრ შეუძლია სხვა ინგრედიენტებიც მიუთითოს, მისცეს ცხობას და საკუთარი თვალი ადევნოს აპარატს მინიდან თუ როგორ აცხობს ცომს, რთავს შესაბამისი პროდუქტით, აცხობს, დებს კოლოფში და გამოაქვს გარეთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ 140 რუსული რუბლი ღირს. მარტის შემდეგ პიცის 200 ავტომატი გაიყიდა რუსეთში, სამწუხარო კი მხოლოდ ის არის, რომ მისი ქირაობა შეუძლებელია, აუცილებლად უნდა შეიძინონ. სწრაფი კვების და მითუმეტეს პიცის მოყვარულებისთვის ძალზე კარგი სიახლეა და ვიმედოვნოთ, რომ საქართველოშიც მალე შემოვა ეს არაჩვეულებრივი Let's Pizza. 126 17-ს მოსწონს
|