x
ათეისტი ვასრკვლავები
გასაკვირი არაა, რომ ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავი ოსკარით დაჯილდოების დროს მადლობის ნიშნად თავის სიტყვებს ღმერთის დიდებას არ ახმარს. ამ სტატიაში მე წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე ცნობილ ათეისტ ვარსკვლავებს, რომლებიც ერთდროულად მკაფიო თუ ბუნდოვანი პასუხებით ცდილობენ ახსნან თავიანთი პოზიცია.


სტატიის დათვალიერებამდე თავს მოვალედ ვთვლი ზედმეტად ემოციურ მკითხველებს მივმართო: ვენდობი რა თქვენს კეთილგონიერებას დარწმუნებული ვარ, ამ სტატიას ათეიზმის პროპაგანდად არ ჩამითვლით. იმედია ხვდებით, რომ ეს თავისუფალი საიტია, სადაც უპირატესობა ადამიანის თავისუფალ ნებას ენიჭება. ვფიქრობ აქ მოყვანილი ცნობები საინტერესოა (უბრალოდ საინტერესო) ამიტომ დარწმუნებული ვარ სტატიასაც ეყოლება მკითხველი .. ვიმედოვნებ, ეს რიგ მომხმარებელში არ გამოიწყვევს აგრესიასა და პროტესტის გრძნობას და შესაბამისად თავიდან ავირიდებთ ისეთ იუზერებსაც თავიანთი "მახვილი" თვალით რომ ასო-ასო მიყვებიან სტატიას შესაძლო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური თუ სინტაქსური შეცდომის აღმოჩენის იმედით.


მაშ ასე დავიწყოთ :

Hugh Laurie - ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი,
მწერალი, მუსიკოსი და რეჟისორი
image

"არა მე არ მჯერა ღმერთის, მაგრამ იდეას, იყო თუ არ იყო ღმერთი, ან ბედი გარკვეულწილად ვეძიები, რადგან ყოველთვის როცა ვიწყებ ფიქრს რელიგიაზე, ავტომატურად ვფიქრობ - უბრალოდ ხომ არ დაივიწყა "მან" დედამიწა"
imageimage



Daniel Radcliffe- ინგლისელი მსახიობი, "ჰარი პოტერის"
ვარსკვლავი
image
"მე ვარ ათეისტი, თუმცა წყნარად ვარ.. მე არ ვქადაგებ ათეიზმს მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ ისეთ ხალხს, რომლებიც ისევე მოღვაწეობს, როგორც ამას დარვინი აკეთებდა."



Julianne Moore-ბრიტანელი მსახიობი და საბავშვო მწერალი
image
როდესაც მას ჰკითხეს რას ისურვებდა ღმერთისგან გაეგო იმქვეყნიური კარიბჭის კართან, მან უპასუხა: 'გამიხარდება თუ მეტყვის "გამარჯობა, მგონი შენ ცდები, მე ვარსებობ!" '


Javier Bardem - ესპანელი მსახიობი ( ჩემთვის
საყვარელი)
imageimage
"ყოველთვის იმას ვამბობ, რომ არ მჯერა ღმერთის, არ შემიძლია.. სამაგიეროდ აბსოლიტურად მჯერა ალ პაჩინოსი"


Keira Knightley-ამერიკელი მსახიობი და მოდელი
image

"დავუშვად მე ვაშავებ ჩემი ათეისტობით, დავუშვად მე ვცდები, მაშინ იმედია მიიღებს "ის" ჩემგან ბოდიშს და მომიტევებს"



Paul Giamatti - ამერიკელი მსახიობი
image

"ჩემი ცოლი ებრაელია და ჩემი შვილიც ებრაულ ტრადიციებზე იზრდება. რატომაც არა, მე მოხარული ვარ ამით, მაგრამ გარდაუვალია, როდესმე აუცილებლად დაველაპარაკები შვილს სერიოზულად რელიგიაზე, და ჩემზეც. მაშინ როცა ამის დრო მოვა"




Emma Thompson- ბრიტანელი კომიკოსი, სცენარისტი და მწერალი
image

" რელიგია, ეს ის ტვირთია, რომლის ტარება ყველას უმძიმს და არავის სჭირდება.. მე ადამიანობა ვარჩიე და მოდი ანგელოზი სხვამ ითამაშოს"




Billy Joel- ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი
image
" დიახ მე ათეისტი ვარ . ვფიქრობ შეგიძლიათ დამირეკოთ ნებისმიერ დროს და მესაუბროთ სხვადასხვა ჯიშის ლიბერტანიანულ ანარქისტებზე. მე ვიცავ თავს რელიგიისგან, მაშასადამე თავს ვარიდებ ეჭვებსა და შიშს. თქვა ვარ ათეისტი და არ მჯერა ღმერთის ეს კიდევ არაფერია. მე რეალურად მაქვს სისტემა, რომელიც მიცავს სტრესისგან. დიახ, მე ბოლომდე წავიკითხე ბიბლია, ყურანი, გავნაწყენდი ბევრ რამეზე და ვუარყავი ისინი."




Penn Jillette -ამერიკელი ილუზიონისტი, კომედიანტი, და მსახიობი
image
როცა ჰკითხეს მას სწამდა თუ არა ღმერთი, უკანასკნელმა უპასუხა უმარტივესად : "ღადაობ?"


James Cameron - კანადელი რეჟისორი და პროდიუსერი
image
"თუ ყველა კვალი რელიგიისა შეიმუსრება, არც არაფერი დამთავრდება. ხალხმა უნდა იცოდეს ეს გზა, ზუსტად უნდა დაინახოს და თავისი თვალით გააცნობიეროს სისულელე. რაღათქმაუნდა მსოფლიოში უამრავი მსგავსი მაგალითია, მაგრამ არა ასე ზუსტი, ასე ჭეშმარიტი აბსურდის, როგორიც რელიგიაშია. ხოლო თუ მეცნიერება შემუსრეს, მაშინ არც არაფერი აღარ იქნება.. მოკვდება აზრი, ჭეშმარიტება.. მაშინ ხალხი მართლა ეცდება იპოვოს მფრინავი სიფრიფანა ბაბუა, უხილავი ფიგურა იქ, სადაც მისი ადგილი არც არასდროს ყოფილა "




Seth MacFarlane - ამერიკელი მსახიობი და ანიმატორი
image

"დიახ მე ვარ აგნოსტიკი, ანუ მიმდევარი ბრბოს ათეიზმისა"


Jodie Foster-ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი
image
"მიუხედავად იმისა, რომ მე ათეისტი ვარ მაინც ძალიან მიყვარს სხვადასხვა რელიგიები და მათი რიტუალები. მართლაც, მიუხედავად ყველაფრისა ოჯახში ბავშვების გამო ხშირად ავღნიშნავთ რამდენიმე ლამაზ რელიგიურ დღესასწაულს"



Kathy Griffin - ამერიკელი კომიკოსი

image

უკანასკნელმა
ოსკარის გადაცემის მომენტში შემდეგ სიტყვებით "შეამკო" აუდიტორია :
" მე "ბოევიკი ათეისტი" ვარ. უამრავი ადამიანი ამოდის აქ და
მადლობას უხდის ღმერთს და იცით რა? რა შუაშია აქ იესო, ის ყველაზე უსამართლო
არსებაა მთელს მსოფლიოში.. ეს ჯილდოა ჩემი ღმერთი! "



Katharine Hepburn - ამერიკელი კინო ვარსკვლავი
image

" უბრალოდ ათეისტი ვარ და
მორჩა.. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვიღაცაზე უარესი ვარ. მე ძალიან კარგად
ვიცი, რომ სიკეთე ურთიერთგატანაა, ურთიერთგატანა კი ადამიანობა.. ჩემთვის, როგორც
უბრალო მოკვდავისთვის ამის ცოდნაც სრულიად საკმარისია.."





































































4
227
3-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
227
  
2013, 14 დეკემბერი, 2:06
უფალი შეუგინებელია ! ათეიზმი უმძიმესი სულიერი აშლილობაა !
2013, 13 დეკემბერი, 11:03
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/38494-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C/53/
2013, 13 დეკემბერი, 8:24
დამაინტერესა :..)
2013, 13 დეკემბერი, 1:58
მე მიდევს სტატია რას ამბობდნენ ცნობილი ათეისტები სიკვდილის წინ :) ყველა მათგანი ნანობს მაგრამ საკმაოდ გვიანია
0 1 4