სხვა კანიბალი მწერები ქალაქს თავს დაესხმნენ. 2013, 12 დეკემბერი, 17:15 ოკლახომას მცხოვრები მოსახლეობა შოკირებულია მომხდარით: ხოჭოს მსგავსი მწერები ყოველ სეზონს - ივლისსა და აგვისტოში სტუმრობს ქალაქს, რომელთა რაოდენობა არის უამრავი და აღწევენ სახლებშიც. მათ ასევე შეუძლიათ გუნდური თავდასხმით ადამიანის შეჭმა. შეშინებული და შოკირებული მოსახლეობა ამ დროს სახლებში იკეტება და ვერ ბედავს გარეთ გასვლას. ხელისუფლება კი მოუწოდებს მოთმინებისკენ, ვინაიდან დახოცვის დროს თითქოს ორმაგდება მათი რაოდენობა. საჭირო გახდა ექსპერტების ჩარევა და მათი დასკვნა ასეთია: როდესაც ხდება ნაადრევი გვალვა და ეს ვლინდება ადრეულ გაზაფხულზე, ნალექი უკვე ნოტიო არ არის და ივლისი-აგვისტოსთვის ხდება ამ საზარელი მწერების მიგრაცია. როგორც წესი კი ისინი სიცოცხლის პერიოდს ატარებენ ბნელ და ნესტიან ადგილას, ამიტომ ეძებენ შესაფერის ადგილებს ბინადრობისთვის. ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ მაქსიმალურად შეამცირონ ქალაქში აგურების და ქვების რაოდენობა, რაც მეტ სინესტეს იწვევს და შესაბამისად მწერიც ადვილად მრავლდება. ამ საშინელი კანიბალი მწერების სტუმრობა ქალაქში რვა კვირა გრძელდება, რომელი პერიოდიც აუტანელი ხდება მათგან გამოცემული ზუზუნისა და სიკვდილის შემდეგ ქუჩებში მკვდარი ლეშის სუნის გამო. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ღამითაც არ სძინავს, რათა მწერებმა სახლში არ შეაღწიონ. 46 16-ს მოსწონს
|