x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დუმილი, ვით სამარე... (9 ნაწილი)

imageგანსაკუთრებით ბედნიერი იყო ვილმა თავისი ცხოვრებით ბოლო პერიოდში, ამდენი რამის გადატანის შემდეგ შეძლო კვლავ მშვიდად ცხოვრება, ამას პლიუს სტუდენტობა, ახალი გარემო და იმიჯი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის კი- თიკა ჰყავდა ისევ გვერდით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ ღამეს სევდა შემოაწვა ვილმას, ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე და ცას დაუწყო ყურება, ნათელი მთვარე და ციმციმა ვარსკვლავები ენთო მის ცრემლიან სახეზე, ბოლოს კი ამოიოხრა და დაწვა დასაძინებლად.

"ზის ზღაპრულ ბაღში, სადაც არნახული სილამაზე და საამურობა სუფევს და ელოდება ვიღაცას. აი, ფეხის ხმაც მოისმის და ბაღის ბილიკზე ბიჭის ჩრდილი გამოჩნდა", თუმცა მისი დანახვა ვილმამ ვეღარ მოახერხა, რადგან გამოეღვიძა. საათს დახედა და უმალ წამოხტა, რადგან სასწავლებელში აგვიანდებოდა, სასწრაფოდ ჩაიცვა, აკრიფა სამხატვრო ხელსაწყოები და სწრაფი ტემპით გაეშურა.

სიჩქარე უშედეგო აღმოჩნდა, რადგან აუდიტორიაში ლექცია უკვე დაწყებულიყო, თუმცა ვილმამ მაინც გიჟივით აირბინა სასწავლებლის კიბეები და ვერც კი შეამჩნია როგორ "გაიტანა" იქიდან ჩამომავალი ბიჭი.


- ვაიმე, მაპატიეთ. (მოიბოდიშა ვილმამ და თან ტანისამოსის გაფერთხვას შეუდგა)


*** არაუშავს, ხომ არაფერი იტკინეთ?

- არა, კარგათ ვარ, ცოტათი ვჩქარობდი და...


*** ეს თუ ცოტათი ნაჩქარევი იყო, წარმომიდგენია ჩქარა როგორ იჩქარებდით. (მიუგო სიცილით უცხომ)

ვილმასაც გაეცინა და მორცხვად თავი ჩაღუნა. ბიჭმა მოუკრიფა სამხატვრო ინვენტარი და გაუწოდა, ვილმამ უმალ გამოართვა და წავიდა. მომხდარზე ჩაფიქრებული შევიდა აუდიტორიაში, მიუჯდა თავისუფალ მერხს და მხოლოდ სტუდენტების სიცილზე მოეგო გონს და დატოვა უმალ აუდიტორია.



*** რა მოხდა, არ შეგიშვეს ლექციაზე?



- არც შევსულვარ.



*** გინდა მითხრა, რომ მოლანდებები დამეწყო? აბა ახლა საიდან გამოხვედი?



- მაშინ არ დამცინო, აუდიტორია შემეშალა, უფრო სწორედ ჩემი ჯგუფი სხვა აუდიტორიაშია. (გაუღიმა ვილმამ)



*** გასაგებია. უი მართლა, მე ლუკა მქვია. (და გაუწოდა ხელი)



- კეთილი, მე ვილმა ვარ. ლუკა შენ რატომ ხარ გარეთ?



*** ლექტორთან მაქვს პრობლემები და მის ლექციაზე არ შევდივარ. მეც შენსავით სამხატვროზე ვსწავლობ, მე-2 კურსზე ვარ.



- და შენ რა იცი სამხატვროზე რომ ვსწავლობ?



*** მემგონი ფორმატები და ფუნჯები დაგიცვივდა წეღან კიბეზე და არა სამედიცინო "შპრიცები". (მიუგო სიცილით ლუკამ, ვილმასაც გაეღიმა თავის სისულელეზე) შეიძლება შენი ნახატები ვნახო?



- რა თქმა უნდა. (და გაუწოდა ფორმატი, ჩამოჯდნენ კიბეზე და შეუდგნენ თვალიერებას).



*** რომანტიკოსი ყოფილხარ ვილმა და თან სულ ერთაზროვანი ნახატები გაქვს თითქმის, რა იყო ვინმემ გული გატკინა?



ამის გაგონებაზე შეცბა ვილმა, აღელვდა და თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა.



*** მაპატიე, არ მინდოდა შენი განაწყენება. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არცერთი მამაკაცი არ ღირს ამად, ღირსეული არასოდეს გაიძულებს დარდს.



- არაფერია ლუკა, არ იდარდო. უბრალოდ წარსული დრო და დრო მახსენებს თავს და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე რაც მოხდა. ამაზე საუბარი არ მინდა, შენ მომიყევი რა გეგმები გაქვს?


*** ოო, გეგმები მაქვს ფართო, ჩემი მოწოდებაა ხატვა, ბავშვობიდან ვხატავ და მინდა აღიარებული მხატვარი გავხდე, საკუთარი გამოფენის საღამოები მოვაწყო და ა.შ. ერთი სიტყვით მინდა გავყვე ხატვას და მის სრულ შემოქმედებას.



- მშვენიერია. წინათგრძნობა მკარნახობს, რომ ყველაფერი გამოგივა. თუ ჩემს ერთ საყვარელ ნახატს გამოფენ შენს ნაშრომებში, ძალიან დამავალებ.



*** რატომაც და არა, მივაღწიო მიზანს და არ დაგზარდები ჩემო კარგო.



- გაიხარე ლუკა, კარგი ბიჭი ხარ ძალიან, სულ რაღაც ერთი საათია გაგიცანი და ასე მგონია... (ამ დროს ზარი დაირეკა, ვილმა წამოხტა კიბიდან, აკრიფა ინვენტარი, ლუკას მიაძახა დანარჩენი სხვა დროს იყოსო და გაიქცა. ლუკამაც გაუცინა და თვალი ჩაუკრა).



სასწავლებლიდან ვილმა თიკას ესტუმრა და მოუყვა თავისი ახალი ამბები. გოგონებს კი საუბარში თიკას დედა ჩაერთო:



–*–* გოგონებო რატომ არ მითხარით თათას რომ ვერ ჩაუბარებია? დღეს დედამისი შემხვდა ტრანსპორტში, ისეთი გულ მოკლული იყო, თათამ ვერსად ჩააბარა, თან შეყვარებულსაც დაშორდაო, ისეთ დეპრესიაში ყოფილა გოგონა, გარეთ არ გამოდისო. შემეცოდა ძალიან.



ვილმა და თიკამ ერთმანეთს შეხედეს, მათ ხომ არაფერი იცოდნენ თათას შესახებ.



*** დედა, თათას რაც დაემართა სამართლიანად დაემართა, უწია ცოდვებმა, საკუთარი თავის მეტს ვერავის დააბრალებს მაგაში. შეყვარებულთან ერთად მთელი წელი გართობას, ცოტა ესწავლა კიდეც, აბა რა ეგონა, ლამაზი თვალების გულისთვის ჩააბარებინებდნენ? თუ სხვისი ბიჭი შერჩებოდა შეყვარებულად რა ეგონა??!


გაოგნებული უსმენდა დედა თიკას, მან ხომ მომხდარზე არაფერი იცოდა. ვილმას კი გულის სიღრმეში ძალიან შეეცოდა მიუხედავად ყველაფრისა.

2
25
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
25
  
2013, 11 დეკემბერი, 17:00
ზუსტად, შენ გიმადლოდე, თორემ ალბათ გაგრძელებას აღარასდროს დავწერდი :)
2013, 11 დეკემბერი, 16:56
აი რას ნიშნავს სტიმულიი:)))))))))
კარგია
0 1 2